სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას. მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “სკოლის ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.

სემინარს, რომელსაც 45 მონაწილე ესწრებოდა სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა. აღნიშნული ტრენინგი, განსაკუთრებით დროული და საინტერესო იყო სპეც- პედაგოგებისთვის. ტრენინგის მსვლელობის პროცესში, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ანასტასია ამისულაშვილმა პედაგოგებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით პრეზენტაციები მოამზადებინა. ეს მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარებათ.ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ტრენინგის ჩატარებისთვის მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ლელა ქურიძეს გადაუხადეს.სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.