32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
   მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით რაიონში დასაქმებული ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე:”სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკუზია “. 54 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს, სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა.

ტრენინგზე ყურადღება სასწავლო პროცესის წარმართვაზე, ინკლუზიური განათლების საჭიროების ბავშვებთან სამუშაო ინდივიდუალურ გეგმაზე გამახვილდა. ანასტასია ამისულაშვილი მონაწილეებს პრაქტიკული უნარების განსავითარებლად თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალასაც აწვდის. სემინარის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის ლანჩხუთის რაინულ ორგანიზაციის ლიდერს, ლელა ქურიძეს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და ტრენერს ანასტასია ამისულაშვილს სემინარის დროულად და ორგანიზებულად ჩატარებისათვის. “მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, იმისათვის, რომ მუდმივად ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის”.

“ეს ჩემთვის ტრენინგზე მეტი იყო, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა“.

ასე აფასებდნენ ლანჩხუთის რაიონულ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს , რაიონში დასაქმებული ბაგა-ბაღის თანამშრომლები.

ტრადიციულად ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.