საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ახლადგახსნილ N57 და N53 ბაგა-ბაღებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.სემინარს, რომელსაც 20 მონაწილე ესწრებოდა სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა. ტრენერმა ახლადშეძენილ წევრებს პრაქტიკული უნარების განსავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად ვიდეო-მასალაც მიაწოდა. სემინარი მონაწილეებისთვის ინტერაქტიული, საინტერესო და დროული აღმოჩნდა. ტრადიციულად, ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.ტრენერმა, ორგანიზაციის ახლადშეძენილ წევრებს პრაქტიკული უნარების განსავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად ვიდეო-მასალაც მიაწოდა.