მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით სოფელ კაჭრეთში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ”სკოლის ასაკის ბავშვთა ინკლუზია”. აღნიშნულ ტრენინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის, სოფელ კაჭრეთის, სოფელ მელაანისა და სოფელ არაშენდის 20 პედაგოგი ესწრებოდა. სემინარს, “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა.ტრენინგის მიზანია, პედაგოგებს გააცნოს ინკლუზიური სწავლების ელემენტები სასწავლო პროცესში, რათა ბავშვებმა შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები მიიღონ იმ გარემოში ადაპტირებისთვის, სადაც გარკვეულ დროს ატარებენ.

ანასტასია ამისულაშვილი მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალასაც აწვდის. პედაგოგები ეცნობიან იმ მიდგომებს, მეთოდებს, სწავლების იმ სტილს, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების პროცესში.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.