ყრილობა ,,პედაგოგებს გვაბრალებენ კონსერვატორობას, სიახლეებისადმი მიმღეობის დაბალ ხარისხს, გამოვხატავ პედაგოგთა საერთო აზრს - ეს ასე არ არის. არსებობს ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი. მარტო ის ფაქტი, რომ საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლების შემოღებასთან დაკავშირებულ ხმაურს და სტანდარტის პროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს წერტილი დაუსვეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებმა, ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ნათლად გამოხატავს პედაგოგთა მზაობა სიახლეებისადმი"-სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის IX საანგარიშო საარჩევნო ყრილობა

,,ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის", 2018 წლის 27 ოქტომბერი.

აღნიშნულ ყრილობისთვის მომზადდა ვიდეო, რომელიც ასახავს სპმთპ-ის მიერ 2016 წელს ორგანიზებულ საგნობრივ კონფერენციებს, საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ისტ-ის საგნებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მასწავლებელთა მონაწილეობით.

ამასთან ყურადსაღებია სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის გამოსვლიდან ამონარიდები:

,,სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით სისტემატიურად ვაანალიზებთ მასწავლებლის საქმიანობაში არსებულ ხელისშემშლელ მიზეზებს, ვინაიდან რეფორმით დასახული ამოცანების შესრულების პროცესში მთელი სიმძიმე პედაგოგზე გადადის. მასწავლებლის თვალით შევხედოთ გამოწვევებს და ობიექტურად შევაფასოთ ყველა არსებული პრობლემა.

პედაგოგის მოტივაცია და პროფესიონალიზმი აუცილებელი კომპონენტია იმ ჯაჭვისა, რაც უკავშირდება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. რა მოტივაციაზეა საუბარი როდესაც ბოლო 25 წლის განმავლობაში, დაუსრულებლად მიმდინარეობს არათანმიმდევრული რეფომები და შედეგად შექმნილია არამდგრადი სიტუაცია.

დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემა, კარიერული წინსვლის ვალდებულებები და ამ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი? დაიწყებს მუშაობას ერთი მიმართულებით და უცებ შეიცვლება მოთხოვნა. სიღრმეებში აღარ შევალ, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, ამგვარი დამოკიდებულებით პედაგოგებში ყალიბდება არამდგრადობის განცდა და სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ალბათ ამის შედეგია, რომ მოქმედ პედაგოგთა ნახევარზე მეტი მოლოდინის რეჟიმშია დაიწყოს აქტივობები, კარიერული წინსვლისათვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხედვებს სისტემის მდგრადი განვითარებისათვის ვეთანხმებით. ვიმედოვნებთ, დაპირებისამებრ, შეიქმნება განათლების რეფორმის ისეთი მოდელი, რომელშიც, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სისტემატიური ცვლილებების შეტანის აუცილებლობა აღარ იდგება დღის წესრიგში.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებს გვაბრალებენ კონსერვატორობას, სიახლეებისადმი მიმღეობის დაბალ ხარისხს, გამოვხატავ პედაგოგთა საერთო აზრს - ეს ასე არ არის. არსებობს ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი. მარტო ის ფაქტი, რომ საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლების შემოღებასთან დაკავშირებულ ხმაურს და სტანდარტის პროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს წერტილი დაუსვეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებმა, ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ნათლად გამოხატავს პედაგოგთა მზაობა სიახლეებისადმი".