,,არ შეგვეძლო ჩვენი პროფკავშირელი კოლეგები და პედაგოგები არ მოგვენახულებინა ..... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირადი მიზნით, თქვენი ქვეყნის შესანიშნავი ბუნების, ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად ვსტუმრობთ უპირველესად მოვედით ჩვენს დიდ ოჯახში” -აღნიშნა ბულგარეთის განათლების პროფკავშირის, ETUCE-ის წევრი ორგანიზაციის ,,პოდკრეპა” ქალაქ ვარნის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გალინა დიმიტროვამ სპმთპ-ის ცენტრალურ ოფისში, 2018 წლის 26 ოქტომბერს სტუმრობისას..

სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მზადების პროცესში მოულოდნელად სპმთპ-ის ცენტრალურ ოფისს ბულგარეთის განათლების პროფკავშირის ,,პოდკრეპას” ქალაქ ვარნის საქალაქო ორგანიზაციის წევრები გვსტუმრობდნენ.

პროფკავშირებს საზღვრები არ აქვს, ისევე როგორც პედაგოგის პროფესიას... საერთო ღირებულებებს ვემსახურებით! მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს ასეთი გადაწყვეტილებისათვის. მათი სტუმრობა არა მარტო მოულოდნელი იყო არამედ უფრო მეტი ენერგიის მომცემი, 2018 წლის 27 ოქტომბრის სპმთპ-ის IX საანგარიშო -საარჩევნო ყრილობის: ,,ძლიერი პროფკავშირი, განათლების მდგრადი სისტემის განვითარებისათვის” დელეგატებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუმრების დასახვედრად მზადების პროცესში.