საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურია ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”, რომელსაც სპმთპ-ის “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი თბილისისა და საქართველოს რეგიონების საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისთვის სისტემატიურად ატარებს.

ვაკე-საბურთალოს რაიონმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, წყნეთის N118 და N114 ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა თემაზე: “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ტრენინგს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ და დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს დროული, საინტერესო და ორგანიზებული სემინარისთვის.

ტრენინგის დასასრულს, 40-მდე მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.