ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმულთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას.

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, N67 ბაგა-ბაღის თხოვნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე:”სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”, რომელსაც 64 მონაწილე ესწრებოდა.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს პედაგოგებს და სპეც-პედაგოგებს ინკლუზიური განათლების პრინციპების განსაზღვრაში, თუ როგორ აღზარდონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები კეთილგანწყობილ გარემოში. ასევე, ეხმარება მათ ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის წარმართვაზე, ინკლუზიური განათლების საჭიროების ბავშვებთან სამუშაო ინდივიდუალურ გეგმაზე, ასევე პრაქტიკაში განსახორციელებელ აქტივობებზე.

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს სერფიტიკატები გადაეცათ და მათ მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის სგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერს, ანასტასია ამისულაშვილს.