32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
   საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ის) IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

,,სოლიდარობას და პროფკავშირულ ორგანიზაციას არ გააჩნია საზღვრები და ეროვნება. პროფკავშირი დასაქმებულთა დიდი ოჯახია, მსოფლიო მასშტაბით. დღეს თუ ჩვენ ვარსებობთ, ვაგრძელებთ მუშაობას და ვითარდებით დღითი-დღე ამ დიდი ოჯახის, საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციის თანადგომისა და დახმარების შედეგია.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაცია ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ჩვენი გარდამავალი ეტაპებიდან გამომდინარე. ისინი ევროპის რეგიონის დონეზე წარმოაჩენენ ჩვენს წარმატებებს, რაც კიდევ უფრო მეტად გვიმაღლებს პასუხისმგებლობას და მოტივაციას”-აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ევროპის რეგიონი წარმოადგენს 51 ქვეყნის 132 ორგანიზაციას და 11 მილიონ წევრს. საერთაშორისო ორგანიზაციის ორივე ხელმძღვანელი პირის საქართველოში ჩამობრძანებას და მე-9 ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მაია კობახიძემ უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდა.

,,მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტს კრისტინ ბლოუერს და ევროპულ დირექტორს სუზენ ფლოკენს, იმ უანგარო და უპრეცედენტო მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რასაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იჩენენ.

განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სპმთპ-ის მე-9 ყრილობის სპეციალური სტუმრის ბატონი მარტინ რომერის დახმარება 2010-2016 წლებში, როდესაც ის გახლდათ ევროპული დირექტორი. მარტინ რომერი პირადად გეგმავდა და ახორციელებდა ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებებს.

2014-2018 წლებში, სპმთპ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში.

2015 წელს ქ. ოტავაში მიმდინარე ,,განათლების ინტერნაციონალის (EI)“ მე–7 მსოფლიო ყრილობაზე, სპმთპ–მა წარადგინა სპეციალურად მომზადებული დოკუმენტური ფილმი ,,განვლილი გზა 2010–2014“. სპმთპ-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსოფლიო პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს გააცნეს სპმთპ–ის საქმიანობა, ორგანიზაციის კრიზისის პერიოდში და აღდგენის პროცესში მიღწეული წარმატებული შედეგებით;

2014-2016 წლებში, ETUCE-ETUI–ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სპმთპ–ის მიერ წარმოდგენილი იყო სპმთპ-ის ხედვები და მიდგომები უწყვეტი განათლების მნიშვნელოვან კომპონენტთან პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით;

სპმთპ აქტიურად მონაწილეობს ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში. სპმთპ-მა წარადგინა პრეზენტაციები, თემებზე: ,,პროფესიული განათლების დარგში დასაქმებულთა კომპეტენციები და პროფესიული განვითარება ევროპის ქვეყნებში”, ,,საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმები და გამოწვევები”, ,,გენდერული თანასწორობა” და ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროფკავშირების განვითარების სტრატეგიები”;

2017 წლის 4 აპრილს, ქ. ბრიუსელში, საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის“ (ETUCE) კოლეგიური ორგანოს სხდომაზე, ევროპის რეგიონის 48 ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლების წინაშე, სპმთპ-ის ხელმძღვანელებმა წარადგინეს ინფორმაცია დარგობრივი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სამუშაო შეხვედრების შესახებ და სპმთპ-ის მიერ ინიცირებული დარგობრივი შეთანხმების პროექტის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია;

2017 წლის 27-29 სექტემბერს, ქ. რიგაში, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების მრგვალ მაგიდაზე, ETUCE-ის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ,,სპმთპ, როგორც წარმატებული საქმიანობის მაგალითი“, სპმთპ-ის ხელმძღვანელებმა წარადგინეს პრეზენტაცია ,,მასწავლებლის სტატუსი, მათი მოზიდვა და დამაგრება“;

2018 წლის 22-23 მარტს, ქ. ლისაბონში, საერთაშორისო ორგანიზაციების ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)” და ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ორგანიზებით ,,მასწავლებელთა პროფესიის საერთაშორისო მე-8 სამიტი (ISTP)” გაიმართა, თემაზე ,,გლობალური დიალოგი მასწავლებლის პროფესიის შესახებ“. ორგანიზატორებისა და პორტუგალიის განათლების მინისტრის მოწვევით საქართველოს დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა სამიტის მუშაობაში. ორგანიზატორების მოთხოვნით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სპმთპ-ის პრეზიდენტი და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. საერთაშორისო სამიტი (ISTP) აძლიერებს სოციალურ პარტნიორებს შორის კონსტრუქციულ, სოციალურ დიალოგს;

ახალგაზრდა ლიდერების მომზადება, სპმთპ-ის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ,,განათლების ინტერნაციონალისა“ და ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის“ წევრი, სპმთპ–ის პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ,,ბელორუსის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირის” (BTUWES) მიწვევით, სპმთპ-ის ახალგაზრდა ლიდერების ხუთკაციანმა დელეგაციამ, ქ. მინსკში, ,,ახალგაზრდა პროფკავშირელთა საერთაშორისო განათლების ფორუმში - ,,TEMP 2018”-ში მიიღო მონაწილობა. სპმთპ-ის ხუთკაციან დელეგაციას სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უჩა ბაკურაძე ხელმძღვანელობდა. სპმთპ-ის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის პირველადი ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე მეგი საკანდელიძე, სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კესო ოსიშვილი და სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის აქტიური წევრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ვარშანიძე და ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ინგლისური ენის პედაგოგი ირინე ცინცაძე;

2018 წლის 26 ივნისიდან 5 ივლისამდე, ქალაქ ტურინში ჩატარდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „გენდერული აუდიტის ფასილიტატორი სერტიფიცირებით“, სადაც განხილული იყო გენდერული თანასწორობის საკითხები. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სპმთპ-ის ,,ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის“ უფროსმა მელანია დარახველიძემ;

2018 წლის 7-8 მაისს, ქ. ბაქოში, სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა და სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა უჩა ბაკურაძემ, მონაწილეობა მიიღეს ETUCE-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში- ,,გენდერული თანასწორობა განათლებაში და განათლებით”. კონფერენციის შემაჯამებელ პლენარულ სესიაზე - ,,ქალი ლიდერები -ლიდერთა გენდერული კონტექსტი: როგორ ავამაღლოთ ქალთა წარმომადგენლობითობა და ვუზრუნველყოთ მათი ჩართულობა განათლების დარგში გადწვეტილებების მიღების პროცესში”;

უდიდესი მადლიერებით მინდა აღვნიშნო დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) თანადგომა საქართველოს მასწავლებლებისადმი. ჩვენთან პარტნიორობით დანიელი კოლეგები ახორციელებენ 18-თვიან თანადგომის პროექტს - „საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება, მასწავლებელთა პროფკავშირთან თანამშრომლობით”. თანადგომის პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საქართველოს საჯარო სკოლების ბოლო საფეხურის მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას. ტრენინგები ჩაატარეს დანიელმა ექსპერტ-მასწავლებლებმა, თემებზე: ,,სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა” ,,განმავითარებელი შეფასების სისტემებისა და უკუკავშირის კულტურა” ,,ინტერნეტ-კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში” და ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების გარემო, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით”. ეს ყველა აქტივობა ხორციელდება იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში აქტუალური გახდა და მიმდინარეობს მსჯელობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სკანდინავიური მოდელის დანერგვისა და განვითარების მიმართულებით.

დანიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს, ქალაქ რუსთავის N:24 ქართული გიმნაზიის მასწავლებლები ქეთევან ჩანქსელიანი და გალინა დუღაშვილი, ერთი კვირით დანიას ესტუმრნენ, დანიელი ტრენერ ექსპერტების მიწვევით. ქართველი მასწავლებლები, დანიური სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემებს დანიის გიმნაზიაში გაეცნენ.

ძვირფასო კოლეგებო, როგორც დაგპირდით ჩვენმა ორგნიზაციამ საბჭოური პროფკავშირიდან თანამედროვე პროფკავშირამდე გარდამავალი ეტაპი დაასრულა. ისტორიის კუთვნილება გახდა პროფკავშირის საბჭოური მოდელი. თანამედროვე დასავლური ღირებულებების პროფკავშირის მშენებლობის რთულ გზაზე კვლავაც გვაქვს იმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი საერთაშორისო წარმომადგენლების თანადგომისა და მხარდაჭერის. დიდი მადლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO), ამერიკის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ქართული პროგრამების წარმომადგენლებს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სპმთპ-ის მე-9 ყრილობას ესწრებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დასაქმებულთა მხარდაჭერის პროგრამების სპეციალისტი გოჩა ალექსანდრია და ამერიკის შრომის საერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრის" ქართული პროგრამების ასისტენტი გურანდა ღოღობერიძე.“

სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ყრილობის დელეგატებისა და სპმთპ-ის ყველა წევრის სახელით, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დელეგაციის წევრებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, დაფასებისა და თანადგომისათვის:

,,მე-9 ყრილობის და წევრების სახელით, მადლობას ვუხდი: ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრი ორგანიზაციებიდან-დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ევროვნული პროფკავშირის (GL) გენერალურ მდივანს მარიანე ბრინჩ ფიშერს, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ევროვნული პროფკავშირის (GL) საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერს ჰანს ლაუგესენს, გერმანიის განათლების პროფკავშირი (GEW) - პიტერ ბაუმენს, ჰოლანიის განათლების პროფკავშირი (AOB) - ელენ შოლტერს, ბულგარეთის განათლების პროფკავშირის (SEB) თავმჯდომარეს იანკა ტაკევას, ბულგარეთის განათლების პროფკავშირი (SEB) - იორგან კრასევს, პოლონეთის განათლების პროფკავშირის (ZNP) პრეზიდენტს სლავომირ ბრონიარცის, პოლონეთის განათლების პროფკავშირის (ZNP)საერთაშორისო მდივანი დოროტა ობედნიაკს, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირი(TUESWU)-ლუბოვ ჰარბარენკოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი (AITUCEW) - მირზა ჯაფარზადეს, სულეიმან მამედოვს და გოშარ იაგობოვს, ბელორუსის განათლების მუშაკთა პროფკავშირი (SBPES) - ნატალია კომენკოს. მოლდოვას განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი (ESTUFM)-გენადი დონოსს“.