10982688 915199995204170 6388050007676103873 n,,განათლების ინტერნაციონალის“ მე-7 მსოფლიო ყრილობაზე პლენარული სესიების გარდა მიმდინარეობდა პარალელური თემატური შეხვედრები და ვორქშოპები. მსოფლიოს ათი ქვეყნის პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა და შედეგები წარმოადგინეს. მე-7 მსოფლიო ყრილობის დელეგატებისათვის გაცნობის მიზნით, ყრილობის საპრეზენტაციო სტენდზე ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციამ (AFT) ფოტოსურათების გალერეა მოაწყო, რომელზეც სპმთპ-ის მიერ გაწეული აღდგენითი სამუშაოებისა და 2012 წლის ნოემბრიდან მიმდინარე საერთაშორისო პროექტის წარმატებული შედეგების ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი. სპმთპ-ის ორგანიზაციული განვითარების და საერთაშორისო პროექტის ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა. სპმთპ-ის საქმიანობის გაცნობის შემდეგ მსოფლიო ყრილობის დელეგატებისათვის დოკუმენტური ფილმის ,,სპმთპ-ის განვლილი გზა 2010-2014 წლებში“ ჩვენება მოეწყო. სპმთპ-ის დელეგაციამ, ყრილობის მიმდინარეობის დროს შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანისა და შრომითი უფლებების დაცვის ბიუროს წარმომადგენელთან მარისა ბრესციასთან, ,,საერთაშორისო კოალიციის - განათლება ყველასათვის“ საბჭოს თავმჯდომარესთან მონიკა ფოილუქსთან, პარტიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დანიის და გერმანიის მასწავლებელთა პროფკავშირებთან.