2018 წლის 27 ივლისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდულის მიზანია: უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სტუდენტთა შორის შრომის კულტურის განვითარება, მოხალისეობისა და სოლიდარობის ღირებულებების კულტივირება, პროფესიული კავშირების ცხოვრებაში პრაგმატული და შემოქმედებითი ინიციატივებით ჩართვა, პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტუდენტების სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა.

მხარეები ამ დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების, შრომითი პირობების გაუმჯობესების, სოციალური დაცვის ქმედითი გარანტიების ასახვა უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტებში; ტრენინგები შრომის სამართლის, ორგანიზაციული კულტურის, ადამიანური რესურსების მართვისა და პერსონალის განვითარების მიმართულებებით; ხარისხიანი განათლების გაზომვის და მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა; საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა.