32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,ვზრუნავთ, ვიბრძვით, ერთად ვდგავართ და ვირჩევთ” - ამ მუხტით და სლოგანით გაიმართა, აშშ–ის პენსილვანიის შტატის ქალაქ პიცბურგში, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7000-ზე მეტმა განათლების სფეროს წარმომადგენელმა, ჯანდაცვის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნიკურმა პერსონალმა (ძიძა) და საჯარო მოხელემ.

აშშ–ის უზენაესი სასამართლოს (AFSCME) გადაწყვეტილებით და ხელისუფლების მემერჯვენე ფრთის წარმომადგენლების მიერ პროფკავშირული მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, მიმდინარე წლის 13–17 ივლისს, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) ყრილობამ საფუძველი ჩაუყარა პროფკავშირული მოძრაობის უფრო მეტად გაძლიერებას. ყრილობის მიმდინარეობის პერიოდში ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა წევრების ჩართულობა დემოკრატიის უზრუნველსაყოფად, პროფკავშირული ღირებულებების დაცვა და საქმიანობის გააქტიურება ყველა დონეზე.

AFT-ის პრეზიდენტმა, რენდი ვაინგარტენმა მილიონ შვიდიათასიანი წევრი ორგანიზაციის დელეგატებსა და წევრებს მეტი აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა. ,,დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის დასაცავად, პროფკავშირული მოძრაობა უნდა იყოს უფრო ძლიერი“–განაცხადა AFT-ს პრეზიდენტმა.

პროფკავშირები იბრძვიან დემოკრატიისათვის

,,სიტუაცია არასახარბიელოა. ჩუმად არ ვიქნები და ვერც თქვენ შეეგუებით შექმნილ ვითარებას... ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ღირსებასთან ერთად, უნდა დავიცვათ დემოკრატია .... ჩვენ უნდა დავაბალანსოთ დემოკრატიული პროცესები, რათა საზოგადოება იყოს უსაფრთხოდ, სტაბილური და უზრუნველყოფილი” – მოუწოდა ყრილობას ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა რენდი ვაინგარტენმა.

,,ამერიკის დასაქმებულთა მოძრაობა ქვეყნის დემოკრატიის დაცვის მამოძრავებელი ძალაა. ავტორიტარული მთავრობები ყოველთვის თავს ესხმიან პროფკავშირებს და ცდილობენ გამოუთხარონ ძირი დემოკრატიულ გაერთიანებას, ვინაიდან პროფკავშირები დემოკრატიისათვის ბრძოლის მთავარი ძალაა. ავტორიტარულმა მთავრობებმა იციან, რომ მშრომელი ხალხის ძლიერება რიცხოვნობაშია და დასაქმებულები მაშინ არიან ძლიერნი, როდესაც ქმნიან ძლიერ პროფკავშირებს...” განაცხადა AFT-ის პრეზიდენტმა.

,,შექმნილმა გარემოებამ უფრო გააძლიერა ამერიკის მასწავლებლეთა ფედერაცია (AFT). AFT-ს წევრთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და დღეისათვის ორგანიზაციას შეემატა 530 000 წევრი, რაც AFT-ს არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია უკვე 1 755 000 წევრს აერთიანებს“– აცნობა დელეგატებს AFT-ს პრეზიდენტმა.

,,დავიღალე, რადგან პოლიტიკოსები მკარნახობენ რა უნდა ვაკეთო საკლასო ოთახში”

პროფკავშირების წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა და სხვადასხვა დარგში სამუშაო პირობების გაუარესებამ, უბიძგა AFT-ს 300 წევრს პოლიკიტიკაში ჩართულიყვნენ, რათა თავად გახდნენ ცვლილებების მონაწილენი.

,,დავიღალე იმ გარემოებით, რომ პოლიტიკოსები გვკარნახობენ რა უნდა ვაკეთოთ საკლასო ოთახში. საკმარისია ისიც, რომ გვპირდებიან უკეთეს ხელფასებს, ობიექტური შეფასების სისტემებს და მეტ ავტონომიურობას, თუმცა არ ასრულებენ”- განუცხადა დელეგატებს ჯოანა ლოპესმა ორლანდოდან.

,,აღარ მინდა ჩვენს მიერ არჩეული პირებისგან ყურადღების მოთხოვნა. ამის საპასუხოდ გადავწყვიტე მათი ადგილები დავიკავოთ და თქვენც გირჩევთ იგივეს. მასწავლებლები უნდა გავაქტიურდეთ... მოვახდინოთ მეტი მობილიზება თემის და მოსახელობის, იმისათვის, რომ ჩვენი მასწავლებლები გახდნენ არჩეულნი და ჩვენ დავიცვათ ჩვენი პროფესიული ღირსება” - განაცხადა მან.

საერთაოშორისო გამოწვევები, საერთაშორისო სოლიდარობა

ყრილობის პროგრამის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა მსოფლიოს პროფკავშირული მოძრაობის ლიდერებთან დიალოგის გამართვა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. საერთაშორისო დელეგაციას პიცბურგის განათლების სკოლამ უმასპინძლა. საერთაშორისო დიალოგს მოდერატორობა გაუწია ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა. საერთაშორისო დიალოგის მონაწილეებს მიესალმა AFT-ის პრეზიდენტი რენდი ვაინგარტენი. მან განსაკუთრებით, ხაზგასმით აღნიშნა ზოგადი განათლების, საჯარო სამსახურებისა და პროფკავშირების როლი, ადამიანის უფლებებისა და გლობალური სოლიდარობის საქმეში.

,,მაშინ როდესაც გააქტიურებულია ნაციონალიზმი, ქსენოფიბია, რასიზმი, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და თავისუფალ პრესაზე თავდასხმები, მიმდინარეობს გათავისუფლებები, უგულებელყოფილია მეცნიერება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ძლიერი ხმა ჩვენი პროფესიული ავტონომიისათვის. ყველა თქვენგანი, მსოფლიო მასშტაბით, თქვენს როლს ასრულებთ. ჩვენ ვიცავთ ყველა ჩვენს მთავარ ღირებულებებს, ჩვენი საკლასო ოთახებიდან, პროფკავშირებიდან, ქუჩებიდან და საარჩევნო უბნებიდან. ჩვენ არ გავჩერდებით, დავდგებით ერთად და ერთიანი ხმით დავიცავთ სოციალურ სამართლიანობას ჩვენი მოსწავლეების, სკოლებისა და საზოგადოებისათვის” – განაცხადა ,,განათლების ინტერნაციონალის“ გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა.

ამ პერიოდში არ არის ადვილი იყო განათლების სფეროს წარმომადგენელი ან პროფკავშირელი

სხვა გამორჩეულ სტუმრებს შორის ყრილობას სიტყვით მიმართა ჰილარი კლინტონმა, სენატორმა მაელ იზაბეტ ვარენმა და სენატორმა ბერნი სანდერსმა.

ჰილარი კლინტონს AFT-ის ქალთა უფლებების დაცვის ჯილდო გადაეცა. ,,გავაგრძელოთ პროტესტი, ვისაუბროთ ზოგად განათლებაზე და ვიბრძოლოთ იარაღის წინააღმდეგ“ – მიმართა ყრილობის დელეგატებს ჰილარი კლინტონმა.

,,ვალდებული ვართ ვიყოთ მართალი, რის საფუძელსა და მიზეზს გვაძლევს ფაქტობრივი გარემოებები.... მიეცით მეტი განათლება ჩვენს მომავალ მოქალაქეებს და იზრუნეთ იმისთვის, რომ ყველა დონეზე იყოთ წარმოდგენილნი. დავდგეთ ერთად ამერიკისათვის და იმ ხელშეწყობისთვის, რომ ყველა ბავშვს მიეცეს გლობალური განათლება და მრავალფეროვანი შესაძლებლობები”- განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სენატორმა ვარენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პოლიტიკური ლანდშაპტისა, მას ეიმედება განათლების სფეროს წარმომადგენლები, რადგან სწორედ ისინი იბრძვიან მომავლისათვის და ამ ბროძოლაში გვერდზე უდგას ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია ( AFT). ,,შეცდომის უფლება არ გაქვთ, პროფკავშირები ქმნით საშუალო ფენებს და პროფკავშირები აშენებთ ამერიკის საშუალო კლასს”–მიმართა დელეგატებს სენატორმა.

,,...ამ პერიოდში არ არის ადვილი იყო განათლების სფეროს წარმომადგენელი ან პროფკავშირელი... მაგრამ, თუ ერთად ვიბრძოლებთ, თუ ჩვენს თაობებს მივცემთ ხარისხიან განათლებას, მოვახდენთ ორგანიზებას, გამოვიჩენთ გამბედაობას და ერთიანობას, მაშინ ეჭვი არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ და ავაშენებთ ჩვენი ქვეყნის ლამაზ მომავალს” – განუცხადა დელეგატებს სენატორმა სადესმა.

AFT-ს რიგით 85-ე ყრილობამ რენდი ვაინგარტენი შემდეგი ვადით ერთხმად აირჩია.

დელეგატებმა მიიღეს რეზოლუციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოლექტიური ქმედება ზოგადი განათლების უზრუნველყოფისათვის, განათლების დაფინანსების გაზრდა, მოსწავლეთა დებეტის მოწესრიგება, დასაქმებულთათვის უკეთესი ჯანმრთელობის სისტემის შექმნა და სხვა აქტუალურ თემებთან მიმართებაში.

ერთიანობისა და თანადგომის გამოსახატავად ყრილობას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფკავშირებიდან ადგილობრივი პროფკავშირის ლიდერები. მათ შორის იყვნენ: AFSCME-ის პრეზიდენტი ლი სანდერსი; NEA პრეზიდენტი ლილიეს კელსონგარსია; SEIU–ის პრეზიდენტი მერი კეი ჰენრი. მათ გამოხატეს სოლიდარობა, მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა ყველა დასაქმებულის ინტერესების დასაცავად.