32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 15 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის VIII საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ესმა არსენიშვილმა.

სპმთპ-ის გურჯაანის 740 წევრიანი რაიონული ორგანიზაციის პირველადი ორგანიზაციები წარმოდგენილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლასა და 34 საბავშვო ბაგა-ბაღში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეული 78 დელეგატიდან, 68 დელეგატმა და ესწრებოდნენ სტუმრები: გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორი ლელა თევდორაშვილი; მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის მუშაკთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი; საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი სალომე ბოლქვაძე; საჯარო სკოლების დირექტორები და ბაგა-ბაღის მენეჯერები.

გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს, სახელმწიფო დონეზე სპმთპ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობა გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა სპმთპ-ის მოთხოვნის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რამაც გააუმჯობესა საჯარო სკოლის დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები.

,,სპმთპ-ის პრეზიდენტის სტრატეგია და თავდადებული მუშაობა სტრუქტურულ ერთეულებს გვიმაღლებს მოტივაციას და გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტურად განვახორციელოთ პროფკავშირული საქმიანობა ადგილობრივ დონეზე”- აღნიშნა გამომსვლელმა.

სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ესმა არსენიშვილმა, სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი დოკუმენტის - ,,დარგობრივი შეთანხმების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშში სრულყოფილად იყო წარმოდგენილი 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის შემდგომ პერიოდში ჩატარებული აქტივობები და ღონისძიებები:

გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა აღნიშნა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ერთერთი მთავარი მიმართულებაა.

საანგარიშო პერიოდში, ესმა არსენიშვილის ორგანიზებით, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრთა 90-%-მა გაიარა სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებ ებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ” მიერ მომზადებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები; ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელთათვის ტრენინგები განხორციელდა ორი მოდულში: „ბავშვთა ფსიქოლოგია და ინკლუზია“ და „სასკოლო მზაობა“. ასევე ჩატარდა საჯარო სკოლების ბუღალტრებისა და საქმისმწარმოებლების ტრეინინგები.

საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ესმა არსენიშვილს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ღვაწლმოსილი პედაგოებისათვის საიუბილეო ტარიღებისა და დღესასწაულების მილოცვა. მათი ღვაწლის აღსანიშნავად, სპმთპ-ის სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პროფკავშირის ძალა წევრთა სიმრავლესა და აქტიურობაშია. ამ მიზნის მისაღწევად, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინტენსიურად აწყობდა საინფორმაციო შეხვედრებს პირველად ორგანიზაციებში, ორგანიზაციის გაძლიერებისა და წევრთა ცნობიერების ამაღლებისათვის ეწეოდა პროფკავშირის პროპაგანდას და აცნობდა დასაქმებულებს სპმთპ-ის საქმიანობის შედეგებს.

2018 წლის 27 აპრილს, ესმა არსენიშვილის ორგანიზებით გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 170 წევრი დაესწრო ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია”

კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა. მათ გამოსვლაში აღინიშნა განათლების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების პროცესში და თითოეულმა მათგანმა დიდი პატივისცემა გამოხატა პედაგოგებისა და საგანმანთლებლო დაწესებულებების სხვა დასაქმებულების მიმართ. გამომსვლელებმა პოზიტიურად შეაფასეს სპმთპ-ის საქმიანობა, საგანამანათლებლო სფეროში დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები.

სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენციის მონაწილეებს შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია. კონფერენციის დელეგატებმა წარმოადგინეს წინადადებები, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ თავიანთი შეხედულებები და იმსჯელეს სამომავალო საქმიანობის პრიორიტეტებზე.

სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დასასრულს ღია კენჭისყრით დაამტკიცეს სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობა და აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის 5 დელეგატი.

,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ესმა არსენიშვილმა მადლობის სიგელები გადასცა დამსახურებულ პროფწევრებს, ხოლო საგანმანათლებლო სექტორის დამსაქმებლებს და სხვა სოციალურ პარტნიორებს - „დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“.