2018 წლის 7 ივლისს, სპმთპ-ის წყნეთის მასწავლებელთა სახლის ბაზაზე, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს წარუდგინა შემაჯამებელი ინფორმაცია სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის შესახებ; სპმთპ-ის ლიდერებმა იმსჯელეს კონფერენციების დელეგატების მიერ დაყენებულ აქტუალურ საკითხებსა და კრიტიკულ შენიშვნებზე, რის საფუძველზეც შემუშავდება რეალიზების გეგმა, შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა და ინიციატივები წარედგინება ხელისუფლებას.

სპმთპ-ის კოლეგიურმა ორგანომ განიხილა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) გამგეობის დადგენილება-,,სპმთპ-ის ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ სპმთპ-ის წევრთა მოტივაციის ამაღლებისათვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ”. აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე 2018 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობაზე დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერების წინაშე წარსდგა დეტალური ინფორმაციით. სპკგ-ის გამგეობის 2018 წლის 5 ივლისის დადგენილებით N:5-3, პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელებმა და გამგეობის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს სპმთპ-ის საქმიანობას და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრემა იმსჯელეს და დამტკიცეს სპმთპ-ის რიგით IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ყრილობის მომზადების ღონისძიებათა გეგმა. ასევე, აირჩიეს ყრილობის მოსამზადებელი კომისია.

7 ივლისის სპმთპ-ის რიგით N:76 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვის შემდეგ დაამტკიცეს ათი დადგენილება.