,,სოლიდარობის, ერთმანეთზე ზრუნვის, თითოეული წევრის ჩართულობის და სხვისი პრობლემების გაზიარების გარეშე პროფკავშირული მოძრაობის წინსვლა შეუძლებელია”- განაცხადა სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ღვაწლმოსილმა თავმჯდომარემ როზა გოგუაძემ.

2018 წლის 8 ივნისს, სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის N:8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლის, 2 სამრევლო სკოლის, სკოლის გარეშე და 14 სკოლამდელი დაწესებულების, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეული, 90 დელეგატი იღებდა მონაწილეობას.

საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაში, ოზურგეთის რაიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებთან და დელეგატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საპატიო სტუმრებმა: სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, მერიიის ადმინისტრაციული სამსახურის უფრომა გიორგი ინწკირველმა, მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების გამგემ თეიმურაზ მოქიამ, მერიის კულტურის განყოფილების გამგემ მაიზერ ცელაძემ, სკოლამდელი სააღმზრდელო -საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ, მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა თამარ ნადირაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებმა.

,,დღევანდელ, განვითარებად გარემოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... მზადაა გაატაროს მსოფლიოში აღიარებული პროფკავშირული მოძრაობის რეფორმები, დაძლიოს ხარვეზები და შეასრულოს მასწავლებელთა უფლებების დამცველის ჭეშმარიტი, მაორგანიზებელი ფუნქცია”- ასე დაიწყო სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ როზა გოგუაძემ განვლილი ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში.

სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა სპმთპ-ის მიერ განვლილი რთული პერიოდი გაიხსნება და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ მხარდაჭერით მოახერხა დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის შენარჩუნება. სპმთპ-მა თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო და პედაგოგთა ინტერესებისა და უფლებების სასარგებლოდ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. ქალბატონმა როზა გოგუაძემ მადლიერებით აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის, ფასდაუდებელი საქმიანობა და საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის უახლოეს ისტორიაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპმთპ-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება, რასაც ადასტურებს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ,,დარგობრივი შეთანხმება“.

მომხსენებელმა ისაუბრა საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა სასარგებლოდ, ხელისუფლების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რაც სპმთპ-ის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

ოზურგეთის ლიდერმა, სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა. მან მოუწოდა კოლეგებს ღიად ესაუბრათ პრობლემებზე, რათა ობიექტურად და კრიტიკულად შეეფასებინათ პროფკავშირის საქმიანობა.

მომხსენებელმა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გააქტიურების მნიშვნელობა განმარტა : ,,დასაქმებულთა ინფორმირების, ორგანიზების, წევრთა მოზიდვა - დამგრებისათვის მუდმივი ზრუნვის გარეშე, პროფკავშირი ვერ გაძლიერდება ”. ამ მიმართულებით მიმდინარეობდა რეგულარული შეხვედრები ადგილობრივი საბჭოს წევრებთან და პირველად ორგანიზაციებთან, ინტენსიურ რეჟიმში ეგზავნებოდათ წევრებს სპმთპ-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები, ჩატარდა პროფკავშირული სემინარები და ვორქშოპები. ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნათია კორძაძეს, პირველადი ორგანიზაციებისა და აქტივისათვის ჩატარებული პროფკავშირული ტრენინგებისათვის. ქალბატონმა როზა გოგუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფწევრთა ცნობიერების ამაღლებისათვის, რაიონულ დონეზე, უფრო გააქტიურდება პროფკავშირული სწავლება და დაიხვეწება წევრთა ინფორმირების მექანიზმები.

სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ინიციატივით, პირველადი ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლისა და სტიმულირების მიზნით, მოეწყო ს. თხინვალის, ოზურგეთის N: 1 სკოლის, ს. ოზურგეთის საჯარო სკოლების წარმატებული პირველადი ორგანიზაციების ლიდერების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციები.

ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშში ასახული იყო, წევრთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობისათვის ჩატარებული ტრენინგ-სემინარების სტატისტიკა: სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა პროფწევრმა. აღსანიშანვია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობის მიზნით, სპმთპ-ის ოზურგეთის ორგანიზაცია ყველა სკოლას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი გაზეთის ,,ჩემი სკოლა” პერიოდული გამოცემებით. სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, თაობათა შორის ჰარმონიული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სკოლის ცხოვრების გამოცდილების გაზიარების მიზნით, შექმნილია ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბი ,,კელაპტარი”. სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანგარიშში წარმოდგენილი იყო წევრთა სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის მხარდამჭერი ინიციატივები, შემოქმედებითი ღონისძიებები, პროფწევრთა წახალისებისათვის საზაფხულო გამაჯანსაღებელი აქტივობები, ექსკურსიების დაფინანსება და ერთჯერადი ფინანსური დახმარებები. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ოზურგეთის სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მნიშვნელოვანი მოვლენები. კერძოდ, აღინიშნებოდა სკოლების იუბილე, ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება, ხანდაზმული პედაგოგების მონახულება, შეხვედრები მრავალშვილიან და ახალბედა დედებთან, ომის ვეტერანებთან და პროფკავშირის სახელით გადაეცემოდათ სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.

სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ოზურგეთის პირველადი ორგანიზაციების კრებებზე დასმული მოთხოვნები და წინადადებები: კერძოდ,

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულებების იმ პერონალისათვის, ვინც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს, მასწავლებლის სტატუსის მინიჭება; პედაგოგებისათვის მე-13 ხელფასის დაკანონება; სკოლამდელი დაწესებულების განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეყვანა; საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა; ოზურგეთის სკოლების გაზიფიცირება; მასწავლებელთა ტრანსპორტირების ხარჯებისგან გათავისუფლება, სოფელ მთისპირის საჯარო სკოლისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭება და მასწავლებლების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პირობების მოწესრიგება, პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესებისათვის საჯარო სკოლების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სპეცპედაგოგებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა.

,,თითოეულმა პროფორგანიზაციამ გადაუდებელ ამოცანად უნდა დაისახოს სკოლებსა და ყველა სასწავლო დაწესებულებაში მიზანსწრაფული მუშაობა, ჯანსაღი მიკროკლიმატის შესაქმნელად... პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, სკოლის ხელმძღვანელებთან ერთად უნდა იყვნენ ერთიანობის, კოლეგიალობისა და სოლიდარობის ნათელი მაგალითი!”- მოუწოდა დელეგატებს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა ინტერესების დაცვისა და პროფკავშირის მიერ დასახული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობისთვის, როზა გოგუაძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ლელა იმედაშვილს, სკოლის დირექტორებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა ჭყონიას. ქალბატონმა როზამ ხაზგასმით აღნიშნა ოზურგეთის მე–2 საჯარო სკოლის დირექტორის ფატიმა სიორიძის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა, თანადგომა და თანამშრომლობა, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო–საარჩევნო კონფერენცია მე–2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

კონფერენციაზე გამომსვლელმა დელეგატებმა, საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის, მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს როზა გოგუაძეს.

სპმთპ-ის ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა პროფკავშირთან პარტიორობის მნიშვნელობაზე, როზა გოგუაძის პიროვნულ თვისებებზე, გამოცდილებასა და ღირებულებებზე ისაუბრა: ,,ქალბატონი როზას სტატუსსა და ავტორიტეტს ვეღარაფერი შეემატება... იგი არის მაგალითი და სტიმული, როგორ შეიძლება არ მიაქციო ყურადღება ასაკს, თუ ხარ მშრომელი, აქტიური, კომპეტენტური და საზოგადოების ინტერესების გულწრფელი დამცველი”. ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სიტემაში არსებული მდგომარეობა აღწერა და ისურვა, რომ აუცილებელია გაფართოვდეს მანდატურის სამსახურის შესაძლებლობები და ოზურგეთის რაიონში ჩამოყალიბდეს ფსიქოლოგის სამსახური. მან, ხაზი გაუსვა პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების სახელმწიფოებრივ სტრატეგიებს, მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლებისათვის წარმატებული პედაგოგების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას. ,,ბევრი კარგი პედაგოგია ოზურგეთშიც, რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს”- განაცხადა გამომსვლელმა.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სპმთპ-ის სტარტეგიული მიმართულებების შესაბამისად მიღწული შედეგების დეტალური ანაგრიშთან ერთად მიიღო არაერთი კითხვა დისკუსიის ფორმატში, მათ შორის წერილობითაც. შეკითხვები ეხებოდა, როგორც ლოკალურ პრობლემებს და საჭიროებებს, ასევე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ხედვებსა და პრაქტიკულ მიდგომებს.

კონფერენციის დელეგატებმა სპმთპ-ის პრეზიდენტთან და საპატიო სტუმრებთან ერთად განავრცეს და განიხილეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური და საჭირბოროტო თემები.

,,ქალბატონი როზა დიდი ენერგიითა და თავდადებით ემსახურება საყვარელ საქმიანობას, თუმცა ოთხწლიანი ანგარიში, მისთვის ჩვეული მოკრძალებით წარმოადგინა. იგი პედაგოგთა შეუპოვარი, პრინციპული დამცველია, დასაქმებულთა მხარდამჭერია და ყველაფერს აკეთებს მათთვის...”-შეაფასა როზა გოგუაძის საქმიანობა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კონახიძემ.

სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის N: 8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად გამოხატეს დიდი პატივისცემა სპმთპ-ის ღვაწლმოსილი ლიდერის როზა გოგუაძის მიმართ და მომდევნო 4 წლის ვადით ნდობა გამუცხადეს.

კონფერენციის დელეგატებმა დაამტკიცეს სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობა და აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპმთპ-ის პრეზიდენტმა და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დარგის 16 ღვაწლმოსილ მესვეურს:

დადანა ცინცაძეს - ღვაწლმოსილი პედაგოგი, ყოფილი სკოლა ინტერნატი; სიმონ ბებურიშვილს - ს. ლიხაურის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; კონსტანტინე ხელაძეს - ს. ურეკის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ირინა მგელაძეს - ს. მაკვანეთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვეტერანი პროფკავშირელი; პოლინა გოგუას - ს. მერიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ჟუჟუნა კაპანაძეს - ს. ზემო ნატანების საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ელიკო კვაჭანტირაძეს - ს. ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დალი სალუქვაძეს - N:3 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ნუნუ ჯაფარიძეს - ს. დვაბზუს საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ნინო ტალახაძეს - ს. ნარუჯის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; გულნარა ნაკაიძეს - ს. ნატანების საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი; ნაზი ახვლედიანს - N:3 საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“ მადლობის სიგელები გადაეცათ:

ლელა იმედაშვილს - ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,; ფატიმა სიორიძეს - ქალაქ ოზურგთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი; გია მაღლაკელიძეს - ს. ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი; თამარ ყურაშვილს - ს. ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი.