პირველად თბილისში საბავშვო ბაღების 5-6 წლიანი ჯგუფების ბავშვთა ფესტივალს ,,ზღაპრული სამყარო” საფუძველი ჩაეყარა სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ინიციატივითა და ექვსთვიანი მოსამზადებელი მუშაობის შედეგად. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქალბატონ გულიკო ამილიძეს ბავშვებზე ზრუნვისთვის და მათთვის დაუვიწყარი დღის მოწყობისთვის. ბავშვთა ფესტივალი ,,ზღაპრული სამყარო“ შედგა! 2018 წლის 2 ივნისს გამართლი ფესტივალი ,,ზღაპრული სამყარო“ ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სააქტო დარბაზში ორ ნაწილად წარიმართა. ბავშვთა ფესტივალის ,,ზღაპრული სამყარო“ მიზანია ხელი შეუწყოს პატარებში ეროვნულ-კულტურული ტრადიციების დამკვიდრებას, ზნეობრივ-ესთეტიკური ინტერესების განვითარებას, ქართული ხალხური, საესტრადო სიმღერების, ხელოვნების, თანამედროვე ცეკვების წარმოჩენას, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღმზრდელ პედაგოგების აღსაზრდელებთან შემოქმედებითი საქმიანობის პოპულარიზაციას. სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძისა და ბავშვთა განვითარების ცენტრის ,,რევიუ” ხელმძღვანელის მზია გეგელიას ორგანიზებით ფესტივალში პირველ ეტაპზე ჩაერთვნენ ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის 20 საბავშვო ბაგა-ბაღის 1000-მდე აღსაზრდელი. სამგორის რაიონის საბავშვო ბაღებმა, შემოქმედებითმა ჯგუფებმა საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობა დამსწრე საზოგადოებისა და საპატიო ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფესტივალი ,,ზღაპრული სამყაროს“ საპატიო ჟიურის წევრებმა ბექა მაყაშვილმა, სამგორის რაიონის გამგეობის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა; ხათუნა ჭკუასელმა, ბავშვთა ანსამბლ ,,მუზა”- ს სამხატვრო ხელმძღვანელმა; ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარის, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძესთან ერთად ბავშვთა ჯგუფების მიერ შესრულებული წარმოდგენებში დანახული მახასიათებლებისა და უნარების გათვალისწინებით ნომინაციები განსაზღვრეს და ბავშვთა შემოქმედებითი ფესტივალის მონაწილეები „ფესტივალის ლაურიანტის“ სიგელებით დააჯილდოვეს. ფესტივალის თითოეულ მონაწილეს შპს ,,ფრეგოს“ დირექტორის ვასილ კბილაშვილის ინიციატივით საჩუქრად საბავშვო წიგნების კრებულები გადაეცათ. სამგორის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების, მუსიკის მასწავლებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების დიდი ძალისხმევით ბავშვთა ფესტივალი ,,ზღაპრული სამყარო” წარმატებულად ჩაიარა, რაც მომავალში უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. „ზღაპრული ფესტივალის“ ორგანიზატორებმა ფესტივალში ჩართულობისთვის სამგორის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს, მუსიკის მასწავლებლებს, შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცეს. ასევე, მადლობა გადაუხადეს თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორს, კახა გვანცელაძეს და შპს „ფრეგოს“ ხელმძღვანელს, ვასილ კბილაშვილს ფესტივალის ორგანიზებაში გაწეული თანადგომისთვის. ფესტივალში მონაწილე საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები მადლიერებას გამოხტავენ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორის კახა გვანცელაძის მიმართ ფესტივალში მათი მონაწილების მხარდაჭერისთვის. ,,ბავშვთა ფესტივალი - ზღაპრული სამყაროს“ დამფუძნებლები არიან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) და ბავშვთა განვითარების ცენტრი ,,რევიუ”.