32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის იოსებ ჟღენტის ორგანიზებით, ორი დღის (9-10 ივნისი) განმავლობაში ქ. ზესტაფონის N: 4 საჯარო სკოლაში, სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერებმა გოჩა ძაგანიამ და თამარ ჩხიკვაძემ პროფესიული განვითარების ტრენინგები ჩაატარეს.

ორი დღის განმავლობაში გადამზადდა სპმთპ-ის წევრი პედაგოგები ზესტაფონის რაიონის სხვადასხხვა სკოლებიდან. ისინი ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და მადლიერებას გამოხატავენ ტრენერებისა და სპმთპ-ის მიმართ საინტერესო და კვალიფიციური ტრენინგების ორგანიზებისთვის.

სპმთპ მადლობას უხდის ზესტაფონის N: 4 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგების ორგანიზების ხელშეწყობისთვის და ზესტაფონის რაიონულ ორგანიზაციას გაძლიერებას უსურვებს.