2018 წლის 9 და 10 ივნისს, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის ეკატერინე ჭელიძის ორგანიზებით სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის 50-მდე წევრმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განვითარების ტრენინგებზე.

სპმთპ-ის ,,პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერებმა გოჩა ძაგანიამ და თამარ ჩხიკვაძემ პედაგოგებს შესთავაზეს მაღალ-კვალიციური ტრენინგ-მოდილები თემებზე: ,,პროფესიული პრაქტიკის კვლევა" და ,,პროფესიული უნარები".

ტრენინგების მსენელები მოწვეულები იყვნენ ქ. ტყიბულის N: 1, N: 2, N:5, N:6, N:7, სოფ. საწირის, სოფ. ორპირის, სოფ.დაბაძველის, სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლების სპმთპ-ის პირველდი ორგანიზაციებიდან.

სპმთპ მადლობას უხდის ქ. ტყიბულის N: 6 საჯარო სკოლის დირექციას ორდღიანი ტრენინგის მონაწილეთა მასპინძლობისთვის.