32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
პატივცემულო დელეგატებო, პატივცემულო სტუმრებო, სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე ორგანიზაციის სრულყოფისა და პოპულარიზაციის მიზნით უნდა განვსაზღვროთ მომავალი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და ამოცანები.“ -ამ სიტყვებით გახსნა ელენა სომხიშვილმა სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ: სიღნაღის რესურს ცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გოგი გოგილაშვილი ასევე მისი მოადგილე თემურ ბალარჯიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და მოწვეული სკოლისა და ბაღის დირექტორები.

მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობისთვის 62 დელეგატიდან, 6 აირჩიეს და ასევე საბჭოს 9 კაციანი შემადგენლობა დაამტკიცეს. ღია კენჭისყრით კი, ერთხმად ელენა სომხიშვილი სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ სპმთპ- ის განვლილი გზა, 2014 წლიდან დღემდე მიმოიხილა. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებს გაუსვა. ამასთან ერთად ორგანიზაციის პრიორიტეტებზეც ისაუბრა : „ 2014-2016 წლები არის სპმთპ-ის ორგანიზაციული განვითარება და გაძლიერება, რაშიც სპმთპ-ის პრეზიდენტის ქ-ნ მაია კობახიძის ფასდაუდებელი წვლილია შეტანილი. სწორედ ქ-ნ მაია კობახიძის დაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული ორგანიზაციის შემდგომი განვითარება, სწორედ სპმთპ-ის 2014 წლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გზავნილით „დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები ხარიხსიანი განათლების საწინდარია ’’. ასევე ელენა სომხიშვილმა ორგანიზაციის შემდგომი განვითარების ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა , ესენია :

განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვა. განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება დემოკრატიული მართვის პრინციპების შემდგომი განვითარება , გადაწყვეტილების მიღებუს პროცესში წევრთა ჩართულობა სოციალური დიალოგის მექანიზმის გაძლიერება

სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სხვა გამომსვლელებთან ერთად საკუთარ გამოსვლაში ხაზი პედაგოგთა ხელფასებს გაუსვა და აღნიშნა , რომ ყევლაზე დაბალი ხელფასები სიღნაღში ბაღის თანამშრომლებს აქვთ. ეს საკითხი უმთავრესია და ის სამომავლოდ მის მოგავერებას გეგმავს.

მან საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით განაგრძო: ’’ ძლიერი საზოგადოების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ განათლებული მოქალაქეების აღზრდით, ამდემად მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს პედაგოგთა მხარდასაჭერ პროგრამებში. მასწავლებლის დაფასებისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის აუცილებელია მასწავლებლის უზრუნველყოფა ღირსეული სამუშაო პირობებით. უნდა ამაღლდეს ნდობა მათთდამი და დამკვიდრდეს პროფესიული ავტონომიურობა-აკადემიური თავისუფლება. „

კონფერენციის ბოლოს, სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ტავმჯდომარემ პროფკავშირის ღვაწლმოსილი თავმჯდომარეები და ბაღის დირექტორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

„ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები“, ვიყოთ თამამები, ღიად ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე და პრინციპულად მოვითხოვოთ მათი გადაწყვეტა“. - ამ ფრაზით დაასრულა , ელენე სომხიშვილმა სიღნაღის რიგით მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.