32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
kaspi 3 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციების მიმდინარეობა გრძელდება. ამჯერად, სპმთპ-ის კასპის რაიონულმა ორგანიზაციამ რიგით მე-3 კონფერენცია ჩაატარა. 27 მაისს გამართულ კონფერენციას 60-მდე დელეგატი ესწრებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის განათლების ხარისხის მართვისა და კლევების დეპარტამენტის უფროსი თემურ კიკნაძე, კასპის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, კასპის რაიონული გაზეთის „ახალი განთიადის“ რედაქტორი ნანა მერებაშვილი, სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბარნაბიშვილი და საბავშო ბაგა–ბაღების გამგეები.

სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიული სოზიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მომხსენებელმა ანგარიშში სამი მიმართულება გამოყო:

1) პროფკავშირის მიღწევები

2) 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

3) სამომავლო ხედვა და პრიორიტეტები

სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფკავშირის მიღწევებზე ისაუბრა. ,,2014 წლიდან სპმთპ-ის ძალისხმევით პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა; 2017 წლის ივნისიდან სპმთპ–ის მოთხოვნის საფუძველზე საჯარო სკოლის მასწავლებლის საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურება, ნაცვლად თანამდებობრივი სარგოსი, სრული ხელფასიდან გაიცემა". სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სპმთპ–სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ,,დარგობრივი შეთანხმების" მნიშვნელობა განმარტა, წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიმართულებით. ,,განვლილ ოთხ წელიწადში, კიდევ უფრო გაღრმავდა და თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა სპმთპ-ის ურთიერთობები საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, რაც იძლევა ფართო შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე ვიმსჯელოთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებსა და დადებით ტენდენციებზე "- აღნიშნა სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

გიული სოზიაშვილმა განსაკუთრებული სიმწვავით ისაუბრა, კასპის რაიონში, პროფკავშირის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გამომწვევ მიზეზებზე და შექმნილ ვითარებაში კასპის ორგანიზაციის აღდგენის ხელისშემშლელ გარემოებებზე. მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა–ბაღების დასაქმებულებმა ნდობა გამოუცხადეს სპმთპ–ს და კასპის ორგანიზაცია 380 წევრს აერთიანებს.

კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში, სამომავლო განვითარებაზე, თავდაუზოგავ შრომაზე, წევრთა მოზიდვა–დამაგრებასა და უფრო ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. ამ ამოცანის შესრულებისათვის კი, ძირითად პრიორიტეტად პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გააქტიურება დაასახელა.

სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკუთარი გამოსვლა, საერთაშორისო პროფკავშირული ჰიმნის ამონარიდით დაამთავრა:

„საქართველო განახლდება

უფლის მადლი ანათებს,

დასაქმებულ ხალხთან ერთად

ცაზე ვარსკვლავს აანთებს,

როცა ახლავს ამ სიყვარულს

ხალხთა სოლიდარობა

ყველაფერი გამოვა!

მე, შენ, ის, ჩვენ, ყველა ერთად

თანადგომით მოვალთ თქვენთან,

იქნება სოლიდაობა,

ყველაფერი გამოვა“.

სპმთპ–ის კასპის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე, დებატების პროცესში ჩაერთვნენ სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაგა–ბაღების და მერიის წარმომადგენლები. გამომსვლელებმა კასპის რაიონული ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მომდევნო 4 წლით, თავმჯდომარედ გიული სოზიაშვილი აირჩიეს.

დელეგატებმა ღია კენჭისყრით აირჩიეს ადგილობრივი საბჭო, რომელიც 13 პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებისაგან შედგება და სპმთპ–ის მე-9 ყრილობის 2 დელეგატი.

კონფერენციის დასასრულს, გიული სოზიაშვილმა პროფკავშირის აქტიური წევრები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.