32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 19 მაისს, ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, ადგილობრივი პედაგოგების მოთხოვნით, სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრი უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე - "პედაგოგიური კვლევა". ტრენინგს უძღვებოდა სპმთპ-ის "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერი მაია ბოჭორიშვილი.

ტრენინგში მონაწილეობდნენ როგორც ქ. თელავის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგები.

ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ტრენერს და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ასეთი საინტერესო და მათი კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგის ჩატარებისთვის.