32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
20 აპრილს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში არჩეულ 76 დელეგატთან ერთად, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს # 1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი თამარ ნაცვლიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჯაბადარი და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის ოფის-მენეჯერი ლალი გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.

კონფერენციის დელეგატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს. რომან ზუკაკიშვილმა დასმწრე საზოგადოებას საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო და თავის პრიორიტეტად ახლადარჩეული თავმჯდომარების გააქტიურება და წევრთა საგნობრივი გადამზადება დაასახელა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დელეგატებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მათ პრობლემების გაცნობას და დახმარებას დაპირდა.

დელეგატებმა სპმთპ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით, ღია კენჭისყრით, რომან ზუკაკიშვილი ერთხმად აირჩიეს.

კონფერენციაზე ასევე აირჩიეს: საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის საბჭოს 45 კაციანი შემადგენლობა, სარევიზიო კომისია და სპმთპ-ის მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის 5 დელეგატი.

საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებმა რომან ზუკაკიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ, ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.