32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
21 აპრილს, თეთრწყაროში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, თეთრიწყაროს რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნინო მესტვრიშვილი და საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსი დალი აფციაური. ასევე, კონფერენციას ესწრებოდნენ, თეთრიწყაროს რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრები.

სპმთპ–ის კონფერენციას თავმჯდომარეობდა შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა თეგაძე. მონაწილეებს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა მათ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და აქტიური პროფკავშირული საქმიანობისთვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პროფკავშირის მიზნებზე, ამოცანებზე და განხორციელებულ საქმიანობაზე.

სპმთპ-ის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გულნარა გოგოლაძემ დელეგატებს ორგანიზაციის მიერ 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზაციის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კონფერენციაზე დამსწრე 51-მა დელეგატმა, ღია კენჭისყრით, გულნარა გოგოლაძე სპმთპ-ის თეთრიწყაროს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია. კონფერენციაზე, ასევე, აირჩიეს სპმთპ-ის თეთრიწყაროს რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.