32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12107955 947110742013095 8560077921702732389 nსაქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მომზადებული გამოფენა მიზნად ისახავს, განათლების სფეროში დასაქმებულებს და ფართო საზოგადოებას გააცნოს მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ისტორია და მისია; 
სახელმწიფო არქივის მასალებში ასახულია მეოცე საუკუნის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოკლე პერიოდში მოღვაწე განათლების პროფკავშირებისა და განათლების სფეროს წარმომადგენელთა სამოქალაქო აქტივობა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; პედაგოგთა აზროვნება, ხედვები, ამოცანები, პროფესიული სოლიდარობა, თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი; პედაგოგთა დამოკიდებულება პროფკავშირების მიმართ.
გამოფენა გახსნა სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ,, გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე პედაგოგების სამოქალაქო აქტივობა, პროფესიული სოლიდარობა, თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი მისაბაძია თითოეული ჩვენგანისათვის.
თუ არა საბჭოური შავბნელი პერიოდი, ჩვენ გვექნებოდა სრულყოფილი, თანამედროვე, დასავლური ღირებულებების მქონე პროფკავშირული ორგანიზაცია. არაერთგზის აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) აღდგენისა და მშენებლობის პერიოდშია. გადასაჭრელია უამრავი პრობლემა, რომელთაგან პირველ რიგში გამოვყოფდით პედაგოგთა დამოკიდებულებას პროფკავშირის მიმართ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი კოლეგა, ზოგიერთი პედაგოგის დამოკიდებულება პროფკავშირის მიმართ საბჭოურია და მენტალური ცვლილებების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ეს გამოფენა კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი ორგანიზაციისათვის, გზავნილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის, რომ მხოლოდ საზოგადოების თანადგომით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას“.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, კაიდო სირელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს პროფკავშირის განვითარებასა და საქმიანობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან გრიგოლიამ პროფკავშირებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვაზე და პროფკავშირებთან მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა ყურადღება გაამახვილა დასაქმებულთა მძიმე პირობებზე და დასაქმებულთათვის ღირსეული შრომის პირობების შექმნის შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებებზე. მან საზოგადოებას მიულოცა მასწავლებლის საერთაშორისო დღე და ღირსეული შრომის კვირეულში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
საჯარო სკოლების დირექტორთა სახელით სტუმრებს მიესალმა თბილისის 98–ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცემლიძე, რომელმაც თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდის საქმეში პედაგოგის როლისა და დატვრითვის შესახებ ისაუბრა. 
გამოფენას დაესწრო ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები, სპმთპ–ის რაიონული/ საქალაქო ორგანიზაციების ლიდერები და სპმთპ–ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.