2018 წლის 19-20 მარტს, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) საგაზაფხულო სხდომა გაიმართა. ETUCE-ის კოლეგიური ორგანოს წევრებს განათლების ინტერნაციონალის ახლად არჩეული გენერალური მდივანი დევიდ ედვარდსი მიესალმა. დევიდ ედვარდსმა EI-ის ევროპის რეგონის ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს განათლების ინტერნაციონალის ხედვები და პირორიტეტები გააცნო.

ETUCE-ის ორდღიანი დატვირთული დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს EI-ის სტრატეგიები და გაიზიარეს ევროპის რეგიონის წევრი ორგანიზაციების ხედვები და რეკომენდაციები EI-ის სტრუქტურულ გაძლიერებასთან მიმართებაში. ამასთან, ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ETUCE-ის 2018 წლის სპეციალური კონფერენციის თემებსა და დღის წესრიგის პროექტზე. დამტკიცდა ETUCE-ის გენდერული თანასწორობის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ETUCE-ის სპეციალურ კონფერნიცაზე 2018 წლის ნოემბერში იქნება წარდგენილი.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის ინიციატივაზე ,,ევროპის განათლება-2025”-ის შესახებ. ასევე, დაამტკიცეს ETUCE-ის „2020 სტრატეგია“-სთან დაკავშირებული განაცხადი, სადაც ასახულია ევროპის ქვეყნებში განათლების სექტორში მიმდინარე ტენდენციები და პროფკავშირის მნიშვნელოვანი როლი, რათა ყველა ევროპულ ქვეყანაში ხელი შეეწყოს 2030-ის მდგრადი განვითარების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.

გარდა დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხებისა, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ETUCE-ის ანგარიში თურქეთის პროფკავშირის მიმართ გაწეული თანადგომის შესახებ. აგრეთვე, მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს დანიის საჯარო სექტორში დასაქმებულთა, მათი კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების მიმართ (დანიელები გაფიცვისთვის ემზადებიან). აღინიშნა, რომ ჰოლადნია და საფრანგეთი საპროტესტო აქციებს გეგმას.

ETUCE-ის კომიტეტის დასრულების შემდეგ EI-ის ევროპის რეგიონის პროფკავშირულ ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა პირადად გამოეხატათ მადლიერება EI-ის ყოფილი გენერლური მდივნის მიმართ. ETUCE-ის პრეზიდენტმა, ქრისტიან ბლოუერმა, კომიტეტის წევრების სახელით, მადლობა გადაუხადა EI-ის ყოფილ გენ-მდივანს, ფრედ ვან ლოუენს, განათლების სფეროს ადვოკატირებისა და მასწავლებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით მისი 25 წლიანი საქმიანობისთვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, საქართველოს განათლების სფეროში დასაქმებულთა და პედაგოგთა სახელით, ფრედ ვან ლოუვენს სპეციალურად მომზადებული სამახსოვრო ბარათი გადასცა, სადაც ასახულია პირადად EI-ის გენ-მდივნის სპაციალური წერილები და განცხადებები, რომლებიც მან 2010-2011 წლებში სპმთპ-ის დამოუკიდებლობისა და მხარდაჭერისთვის გააკეთა და რომლებიც ეგზავნებოდა იმ პერიოდში გადაწყვეტილებების მიმღებებს საქართველოში. ფრედ ვან ლოუენმა განაცხადა, რომ მისი მოღვაწეობის დროს განსაკუთრებული და საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა საქართველოში და აღნიშნა რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი მისთვის საამაყო ორგანიზაციაა, რადგან ამ ორგანიზაციამ დაუჯერებელ ზეწოლას გაუძლო და დღეს, უკვე EI-ის წევრი ორგანიზაცია ორიენტირებულია უფრო მეტი ძალისხმევით დაიცვას და წარმოადგინოს პედაგოგთა ინტერესები საქართველოში ყველასათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის.