32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
14 მარტს,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლეილა გორგაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, #14 საჯარო სკოლაში, ა(ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების’’ თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე, ასევე, ქ.რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლეილა გორგაძემ და ქ. რუსთავის მერმა საბავშვო ბაღების დამხმარე პერსონალს სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, იმ სითბოსთვის, ყურადღებისთვის და მზრუნველობისთვის, რასაც აღსაზრდელებისთვის არ იშურებენ.