32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2018 წლის 9 მარტს, ქ. ბათუმში, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბატონი ალექსანდრე ბერიძის ორგანიზებითა და ინიციატივით სემინარი ჩატარდა. სემინარი წარმართეს სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის საქალაქო/რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბუღალტრები.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ და შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული 2018 წლის ,,სპმთპ-ის ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების" შესაბამისად, ადგილობრივ დონეებზე განსახორციელებელ ერთობლივ გეგმებსა და სტრატეგიებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქმის წარმოების, ანგარიშგების, ადმინისტრირების საკითხები, სპმთპ-ის 2018 წლის პრიორიტეტები, საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეები.

სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბერიძემ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის 2018 წლის ძირითადი ღონისძიებების გეგმა გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე ბერიძემ 80 წლის იუბილე მიულოცა სპმთპ-ის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ბუღალტერს, ციალა ცინცაძეს და მადლობა გადაუხადა პროფკავშირის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.