32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13 თებერვალს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, მაია ესებუამ და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა, ანასტასია ამისულაშვილმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქ. თელავის მე-5, მე-6 და მე-8 საჯარო სკოლებში დასაქმებულებთან.

ქ. თელავში სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი, სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძესა და თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დასაქმებულებსა და სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებს შორის, 2 თებერვალს, ქ. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯი იყო .

ქ. თელავისა და თელავის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან პირისპირ შეხვედრების მთავარი მიზანი არის სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-გაძლიერება და ახალი წევრების მოზიდვა.

სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, მაია ესებუა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო პერიოდის სიახლეებზე ესაუბრა, თუ რას აკეთებს და რას გეგმავს პროფკავშირი თავისი წევრების, განათლების სფეროში დასაქმებულების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დასაცავად. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ და განსახორციელებელ აქტივობებს.