32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს პირისპირ შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან საქართველოს მასშტაბით.

მიმდინარე წლის 7 თებერალს, სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თამილა შავდათუაშვილის ორგანიზებით, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, მაია ესებუამ და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა, ანასტასია ამისულაშვილმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის: სოფელ ურბნისის, სოფელ ბერძენაულის, სოფელ აბისის, სოფელ მოხისისა და სოფელ ქვენატკოცას საჯარო სკოლებში დასაქმებულებთან.

სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, მაია ესებუა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო პერიოდის სიახლეებზე ესაუბრა, თუ რას აკეთებს და რას გეგმავს პროფკავშირი თავისი წევრების, განათლების სფეროში დასაქმებულების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დასაცავად. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ და განსახორციელებელ აქტივობებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის წარმომადგენლებს ამ საინტერესო და საჭირო შეხვედრისთვის და ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ინტერესების დაცვისკენ.

შეხვედრების დასასრულს, საჯარო სკოლების სპმთპ-ის არაწევრი პედაგოგების უმრავლესობამ პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა და გაწევრიანდა.