საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურია ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”, რომელსაც სპმთპ-ის “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი თბილისისა და საქართველოს რეგიონების საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისთვის სისტემატურად ატარებს.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თბილისის, გლდანის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების მოთხოვნით, სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვიქტორია ბალავაძის ორგანიზებით, ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” - ჩატარდა ქ. თბილისის #1 ლოგოპედურ საბავშვო ბაგა-ბაღში.

ტრენინგში, აღნიშნული ბაგ-ბაღის სპეც-პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან ერთად გლდანის რაიონის რამდენიმე ბაგა-ბაღის აღმზრდელები და მათი თანაშემწეებიც მონაწილეობდნენ.

ტრენინგის 51 მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცემა.