32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2018 წლის 3 თებერვალს, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები: ნათია კორძაძე და მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალების შემსრულებლის, თეა თავაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბაღდათის კულტურის სახლში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს შეხვდნენ.

საინფომრაციო შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღის 40-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო „სკოლამდელი აღზდის და განათლების კანონისა” და მის საფუძვლეზე მიმდინარე პროცესების გაცნობა.

მარი ალუღიშვილმა აღნიშნული კანონის მნიშნვლობასა და მისი მიღების პროცესში სპმთპ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნულ კანონში სპმთპ-ის ინიციატივითა და ძალისხმევით შევიდა მუხლი, რითაც სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების პირობების დარეგულირება მოხდება პროფკავშირის მონაწილებით, რაც არის გარანტია იმისა, რომ არ მოხდება დასაქმებულის შრომითი უფლებების დარღვევა.

სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაძე სკოლამდელი დაწესებულებების წარმოადგენლებს დეტალურად ესაუბრა კანონისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესებსა და თანმდევ გარემობებზე.

მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი, ანასტასია ამისულაშვილი. მან იმ ტრენინგებზე და სემინარებზე ისაუბრა, რომლებსაც პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული სპმთპ-ის წევრების პროფესიული განვითარებისთვის და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა მომავალი შეხვედრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში მეტი გააქტიურებისა და სპმთპ-ის პროგრმებისა და სტრატეგიების ადგილზე გაცნობის მიზნით.