32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლეილა გორგაძის ინიციატივით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ რუსთავის ოფისში, ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ოროგანიზაციის წევრი 84 წარმატებული რუსთაველი მასწავლებელი დაჯილდოვდა. მათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები, პროფესიულ საქმიანობაში დამსახურებისა და წვლილის აღსანიშნავად, რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გადასცეს.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე,ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოებთან ურთიერთონის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრები ლევან ონიანი და გოგა ტუხაშვილი, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტის დირექტორი, თამარ ხეჩიკაშივლი, ა.ა.ი.პ. ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ეკატერინე ხუციშვილი, ქ. რუსთავის 21-ე, მე-12, მე-4 საჯარო სკოლების დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ხელისუფლებისა და პროფკავშირის წარმომადგენლებმა პედაგოგებს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხდეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

2017 წელს სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციამ 84 პედაგოგი შეარჩია, რომელთა მოსწავლეებიც მაღალი მოსწრებითა და წარმატებით გამოირჩეოდნენ.

სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლეილა გორგაძემ ახლადარჩეულ მერს, ირაკლი ტაბაღუას ქ. რუსთავის მერობა მიულოცა და პროფკავშირთან პარტნიორული საქმიანობის გაგრძელების აღსანიშანვად სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ასევე, საატესტატო გამოცდებში მაღალი შედეგების გამო განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორს, მამუკა ხამხაძეს, სკოლის მთლიანმა კოლექტივმა კი საჩუქრად ორდღიანი ექსკურსია მიიღო.

ღონისძიებაზე მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა 2-ე საჯარო სკოლის იუბილარი მასწავლებელი ნარგიზა გორგაძე და 6-ე საჯარო სკოლის პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, ამჟამად პენსიონერი, პროფკავშირის საქალაქო ორგანიზაციის საპატიო წევრი, დალი გიორგაშვილი.