32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, სპმთპ-ს ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთევან ხეტეშვილის ორგანიზებითა და ისნის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა რაიონის ბაგა-ბაღების 45 პედაგოგისთვის ტრენინგი ჩაატარა.

კარიერული ზრდის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად ჩატარებული ტრენინგის თემა იყო - „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია.“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, ანასატასია ამისულაშვილი.

ტრენინგის მიზანია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგებს გააცნოს ინკლუზიური სწავლების ელემენტები, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მახასიათებლები. ტრენერი მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალასაც აწვდის. პედაგოგები ეცნობიან იმ მიდგომებს, იმ მეთოდებს, სწავლების იმ სტილს, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების პროცესში, რათა ბავშვებმა შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები მიიღონ იმ გარემოში ადაპტირებისთვის, სადაც გარკვეულ დროს ატარებენ.

ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.