32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის, თამარ ბარისაშვილის ორგანიზებით, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების ბუღალტრებისთვის სემინარი ჩატარდა, თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუღალტრო საქმის წარმოების სამართლებლივი საფუძვლები.“

სემინარში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული 20-ამდე ბუღალტერი მონაწილეობდა.

სემინარი სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში, ნათია კორძაძემ ჩაატარა. დასასრულს, სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.