32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12112087 946549858735850 6429111696131713305 n

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქ. ზუგდიდში მწერალ მერაბ შათირის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლ "ენგურის ხიდი"–ს პრემიერა შედგა, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ბადრი წერედიანია. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველები, რომლებაც შესანიშნავად გაართვეს თავი როლებს და სათქმელიც მაყურებლამდე ზუსტად მიიტანეს. სპექტაკლს წინ უძღვოდა აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები. შ.დადიანის სახ.სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია მასპინძლობდა. სპეციალურად ამ დღისთვის სპმთპ-ს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები მოიწვიეს. მიულოცეს მათ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.