საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

21371305 1504786379578859 5464742638971245915 nდანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) თანადგომის პროექტების პირველ ეტაპზე საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირის - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი და ორი  ვიცე-პრეზიდენტი, აგვისტოს ბოლოს დანიას სტუმრობდნენ.  ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა GL-ის და  განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესიული განათლების პროფკავშირის ვიცე -პრეზიდენტთან. 


სპმთპ-ის დელეგაციის - პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტები მარიკა ალუღიშვილი და ნათია კორძაძე GL-ის ოფიციალური მიწვევით,  ვიზიტის ფარგლებში დანიური პროექტის მონაწილე სკოლებს სტუმრობდნენ, კერძოდ: ლინგბის, ვუჩის და ტი-მორსის სკოლებს, ასევე, სერფინგის სპორტულ სკოლას, კოპენჰაგენის ღია გიმნაზიას და სტენჰუსის გიმნაზიას. 

დანიაში  სტუმრობის დროს ქართული დელეგაციის შთაბეჭდილებების შესახებ გაეცნობით  გაზეთი ,, Gymnasieskolen-ის“ ინტერვიუში.

გაზეთის სტატია - რედაქტორი მორტენ ჯესტი
21272609 1504774099580087 5562514540970346486 nსკოლის კულტურის განვითარებისათვის


საქართველოს მასწავლებლები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ განათლების სისტემა უფრო მოდერნიზებული და განვითარებული იყოს. ამის განხორციელებაში მათ GL-ის თანადგომის პროექტიც დაეხმარებათ.  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა დანიაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ კულტურულ ცვლილებას დრო სჭირდება.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები 5 დღის განმავლობაში დანიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ სკოლები დაათვალიერეს და  საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ დანიური საგანმანათლებლო სისტემისა და კოლეგების მიმართ. ქართულ დელეგაციას განსაკუთრებით მოეწონა სასწავლო გარემო,  მასწავლებლებისა და სტუდენტების თანამშრომლური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, პარტნიორობა სკოლის მენეჯმენტს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის.

მაია კობახიძისთვის შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სწავლა-სწავლების თანაბარი გარემოა უზრუნველყოფილი, ასევე, მასწავლებლებისათვის ჩამოყალიბებულია  სწავლა-სწავლების მეთოდების მხარდაჭერის უსაფრთხო სისტემა, რაც მათი შესაძლებლობების გამოვლენას  უწყობს ხელს.

დანიაში, სპმთპ-ის სამი ხელმძღვანელი პირი GL-ის ახალი სოლიდარობის პროექტის ფარგლებში მიიწვიეს.  საქართველოში თანადგომის პროექტის განხორციელებისათვის, 2017 წლის ზაფხულში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, GL-მა ნახევარი მილიონი კრონი მოიპოვა. GL-მა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეარჩია საქართველო, რათა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) დახმარებითა  და სპმთპ-სთან აქტიური თანამშრომლობით  განახორციელოს პროექტი. პროექტის ძირითადი მიზანია  სკოლის დემოკრატიული მართვის განვითარება და საქართველოში განათლების პოლიტიკის შესაძლებლობების ხელშეწყობა, სპმთპ-ის წევრების, მათ შორის საქართველოს ეთნიკური უმცირესობების და სხვადასხვა რეგიონების პროფკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით.

პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების ბოლო საფეხურის მასწავლებლების და საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლების ჩართულობის ხელშეწყობსა სკოლის განვითარების პროცესში, როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ დონეზე. პროექტის განხორციელების შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაძლიერდება მასწავლებელთა პროფკავშირის შიდა და გარე შესაძლებლობები, განათლების პოლიტიკის საკითხების ადვოკატირებისა და წევრთა ინტერესების სასარგებლოდ.

  საბჭოთა მემკვიდრეობა

მაია კობახიძე განმარტავს, რომ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების პროცესში ქართველი მასწავლებლების ჩართულობა მნიშვნელოვანია. 2010-2012  წლებში პროფკავშირი ყოფილი ხელისუფლების დარტყმის ქვეშ იყო. პედაგოგებს  პროფკავშირის წევრობა ეკრძალებოდათ, მათ არ ჰქონდათ არანაირი შესაძლებლობა, რომ   რეფორმებზე  რაიმე გავლენა მოეხდინათ. სპმთპ-ის პრეზიდენტი  აღნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ბოლო 25 წელზე მეტი რეფორმები უშედეგოდ მიმდინარეობდა და პრობლემები სათავეს საბჭოთა სისტემის მემკვიდრეობიდან იღებს. მასწავლებლებს შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რაც რეფორმების რეალურ განხორციელებას ხელს უშლიდა.  აქვე სპმთპ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ  საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 51 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საბჭოთა სისტემაში აღიზარდნენ და უმაღლესი განათლება მიიღეს საბჭოთა კავშირის პერიოდში. შესაბამისად, „საბჭოთა სტერეოტიპების“ დამსხვრევას დრო სჭირდება. მაგალითად, უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა გამოუმუშაოს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები.

როგორც მაია კობახიძე ამბობს, 2012 წლის შემოდგომიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღდგა თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და  სპმთპ აქტიურად არის ჩართული განათლების მიღებაზე ორიენტირებული სისტემის განვითარების და სკოლებში დემოკრატიული გარემოს შექმნის პროცესებში. მაია კობახიძის განმარტებით საგანმანათლებლო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს და  მიმდინარე ცვლილებებში სპმთპ-ის ჩართულობის მნიშვნელობა აღიარებულია.

პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს საჯარო სკოლების ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას, რეალობაში ბევრი რამ არ სრულდება და სკოლები კვლავ განიცდიან დემოკრატიული მართვის დეფიციტს. ამისათვის აუცილებელია და მნიშვნელოვანი მასწავლებლების გააქტიურება და ჩართულობა  სკოლის ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.

სპმთპ-ის პრეზიდენტი ამბობს: ,,ჩვენ, განსაკუთრებით განვიცდით თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის და საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების ნაკლებობას, იმ თანამედროვე სწავლების მეთოდებს, რაც ვიხილეთ დანიურ სკოლებში. დანიელი კოლეგების პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მოგვცემს შესაძლებლობას ისეთი ტიპის დანიური გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ მასწავლებლებს და დავნერგოთ საქართველოს სკოლებში, როგორიცაა ჯგუფური და გუნდური მუშაობა გაკვეთილზე, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება საგნების სწავლების პროცესში.


მოსწავლეების პასუხისმგებლობა

იმის გათვალისწინებით, რომ დანიის მასწავლებლებსა და GL- ს, სკოლის განვითარებისა და ადვოკატირების მიმართლებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ამჯერად, პროექტის ფარგლებში,     საქართველოში  განხორციელდება ვორქშოპები ოთხი მიმართულებით. დანიელი პედაგოგები ჩაატარებენ სემინარებს და თითოეულ  სემინარში მონაწილეობას მიიღებს 40 ქართველი მასწავლებელი, სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციების ჩართულობით. ასევე, სემინარებში ჩაერთვებიან მაღალი საფეხურის მოსწავლეები. სპმთპ-ის მიერ შერჩეული სემინარის მონაწილეებისათვის შერჩეულია შემდეგი 4 თემა: 1) სკოლის დემოკრატიული მართვა, 2) შეფასება და უკუკავშირების კულტურა,  3)  ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში და 4 ) მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დანიურ სკოლებში ვიზიტის დროს, საქართველოს მასწავლებელთა წარმომადგენლობაზე უდიდესი შთაბეჭდილება  მოახდინა დანიის სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეების  პარტნიორულმა ურთიერთობებმა. ასევე, ქართული დელეგაცია არანაკლები შთაბეჭდილებებით საუბრობდა სტუდენტურ ორგანიზაცია - DGS- თან შეხვედრის თაობაზე.

მაია კობახიძე ამბობს, რომ შთამბეჭდავია მოსწავლეების  ჩართულობა სკოლის დემოკრატიული მართვის პროცესში და მათი მჭიდრო კონტაქტი სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან. ასევე, აღსანიშნავია, დანიელი მოსწავლეების მაღალი პასუხისმგებლობა სკოლის განვითარების საქმეში და აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. დანიელი მოსწავლეები გრძნობენ, რომ სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი აქტორები არიან.  

კითხვაზე, თუ რას მიიღებენ დანიელი პედაგოგები საქართველოში ჩამოსვლით და ქართველ მასწავლებლებთან თანამშრომლობით ( სულ 8 დანიელი მასწავლებელი წარუძღვება 4 თემის ვორქშოპს საქართველოში),  სპმთპ-ის პრეზიდენტი დაფიქრდა და თქვა, რომ მისი აზრით, მიუხედავად განსხვავებული სტატუსისა და ტრადიციებისა, დანიელი მასწავლებლები გაეცნობიან სწავლების საერთო ღირებულებებს. მისაბაძია ქართველი მასწავლებლების ენთუზიაზმი, ქართველი მასწავლებლები ამაყობენ თავიანთი პროფესიით და ისეთივე თავდადებით ემსახურებიან სკოლას, როგორც  დენიელი  კოლეგები, მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული ანაზღაურებისა. მაია კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტრადიციებისა და კულტურის მქონე მასწავლებლების პირისპირ შეხვედრები აუცილებელია.

GL-ის კონსულტანტი, სინე რონბერგ ჰანსენი 18-თვიანი პროექტის ტექნიკური პასუხისმგებელია. იგი განმარტავს, რომ ეს პროექტის პირველი ნაწილია და GL-ის თანადგომის პროექტები ორმხრივი და ურთიერთთანამშრომლურია.

სინე აღნიშნავს: ,,ასეთი პროექტები ალტრუიზმს გულისხმობს, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სხვებს შესთავაზოთ ის, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას. თუმცა, პროექტში მონაწილე დანიელი მასწავლებლებიც ცალსახად ვითარდებიან. ასეთი პროექტები სამომავლოდ გადაიზრდება მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში“.