ani 1 ნიუ-იორკში დაფუძნებული თეატრი “Identity Theatre“ცნობილია, როგორც ერთ ერთი განსაკუთრებული კომპანია, სადაც შემოქმედებით პროცესში აქტიურად არიან ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანები. ეს თეატრი ამ მისიით საშუალებას აძლევს არტისტებს მაყურებლის წინაშე განსახილველად წარადგინონ სხვადასხვა პრობლემატური სოციალური საკითხები და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეატრის მისია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ფართოდ ინტეგრაციას. ამ აზრით “Identity Theatre“ -ს სპექტაკლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლებისთვის. თეატრი აქტიურად დგამს სპექტაკლებს, სწორედ სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს მიმართულება არის კომპანიისათვის პრიორიტეტული და შთააგონებს მის შემოქმედებას.
The True Colours of Weedle (ვიდელის ნამდვილი ფერები ) –ასე ქვია მუსიკალურ სპექტაკლს , რომელიც Identity Theatre– კომპანიამ ნიუ-იორკში დადგა. მასში მონაწილეობა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა ანა ჩერქეზიშვილმა მიიღო. სწორედ ის იქნებ ადღეს ჩემი რესპოდენტი და სპექტაკლის შესახებ თავად მოგვიყვება.

– ანა, სპექტაკლს საკმაოდ საინტერესო სახელი აქვს , თუ შეიძლება მოგვიყევი რაზეა თავად სპექტაკლი?

– ეს არის მიუზიკლი ბიჭზე Widdle Watkins ( ვიდელ ვატკინსი), რომელიც დაიბადა ფერების ისეთ ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ყველა მაცხოვრებელს აქვს თავისი გარკვეული ფერი. ვიდელ ვატკინსი კი დაიბადა ფერის გარეშე, რის გამოც ის არარაობად ითვლებოდა თანატოლებში. ვიდელი მუდმივად საზოგადოებისაგან გარიყულად გრძნობდა თავს. ის ხშირად უსვამდა თავისთავს კითხვებს, თუ რატომ დაიბადა ასეთი? და თუ რატომ არის ის ასეთი განსხვავებული? ვიდელი გადაწყვეტს, რომ მიატოვოს ქალაქი და შური იძიოს მის მაცხოვრებლებზე. ის დაიწყებს მოგზაურობას და გადახდება უამრავი თავგადასავალი. მოგზაურობის დროს შეხვდება მისტერემ-ს, სამთავა არსებას, რომელიც ასევე გარიყულია საზოგადოებისგან. ვიდელი და მისტერე მ-ი დამეგობრდებიან და ერთად დასახავენ შურისძიების გეგმას ფერების ქალაქზე. ისინი გააქრობენ ყველას ფერებს და შემდგომ ვიდელი ინანებს ამ საქციელს და დაიწყებს ტირილს. მოულოდნელად აღმოჩნდება , რომ მის ცრემლებს ფერები აქვს, რაც მისთვის და გარშემომყოფებისათვის გასაოცარი იქნება. საბოლოოდ, ყველას თავის ცხოვრება და ფერები უბრუნდება.
ჩვენ ეს სპექტაკლი ძირთადად წარვადგინეთ სკოლის მოსწავლეებთან. სკოლებში დამცირების და ჩაგვრის ხშირი შემთხვევა ხდება ისეთი ბავშვების მიმართ, რომლებიც განსხვავებულად მიიჩნევიან. ამ სპექტაკლის მისია ისაა, რომ ეს პრობლემა განიხილოს და დააყენოს ყურადღების ცენტრში. პიესის ავტორმა ჩვენთან მუშაობის დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ და სკოლამ ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს და მიიღოს სათანადო ზომები ასეთი პრობლემების გადასაწყვეტად. 20258385 1466234743434023 816959695919201754 n
– რამდენი ადამიანი ქმნიდა სპექტაკლს ? ანა, დასის წევრები გაგვაცანი... 

– შემოქმედებით ჯგუფში 5 ადამიანი იყო:

ელისონ ბრიუსტერი : კომპოზიტორი
ჯუნრეი ჩელოსპა: პიესის ავტორი
იანვ რილე:მუსიკალური დირექტორი
ნორიკო სუმამოტო: მუსიკალური დირექტორი
ნიკოლას ლინეჰანი: რეჟისორი
დასში მუშაობდა 7 მსახიობი. მე მქონდა მთხრობელის როლი.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია ავღნიშნო, რომ შემოქმედებით ჯგუფში ჩართული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემოქმედები. კომპანიის დამაარსებელი Nicholas Linehhan (ნიკოლას ლინეჰანი) არის აგრეთვე ამ სპექტაკლის რეჟისორიც. მან მუშაობისას აგვიხნსა რომ, როდესაც ფიზიკური შესაძლებლობები მსახიობს შეზღუდულია ქვს, მაშინ თეატრი აძლევს საშუალებას, რომ მან ნახოს თავისუფლება.ამ იდეამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

– სად წარადგინეთ სპექტაკლი The true colours of weedle (ვიდელის ნამდვილი ფერები) და ვინ იყო თქვენი მაყურებელი ?

– სპეკტაკლი ძირითადად მიმდინარეობდა მანჰეტენზე Joria-ს თეატრში. Joria -ს თეატრი უკვე 35 წლის მანძილზე წარმოადგენს მუსიკალურ და დრამატულ თეატრს.
ასევე, სპეკტალი რამდენჯერმე ჩატარდა Cooke Center Academy -ში. ეს არის სპეციალური სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის კერძოდ, აუტიზმის მქონე და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების.
The true colours of weedle 2014 წლის 11მარტიდან - 12 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

– როგორც ვიცი, სცენარი, მუსიკა და კოსტიუმები ექსკლუზიურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა. მოგვიყევი ამის შესახებ...

– ჩვენ ყველას, თეთრი მაისური გვეცვა და სახეზე, საღებავებით პატარა ორნამენტები გვქონდა მიხატული. სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვებთან საღებავები მიგვქონდა და ვთხოვდით , რომ ჩვენს მაისურზე დაეხატათ ჩვენთვის ფერადი ნახატები. ეს ბავშვებს ძალიან მოწონდათ და უხაროდათ. ორ მსახიობს განსხვავებული კოსტიუმი ეცვა: ერთს მატლის კოსტიუმი და მეორეს კი, სამთავიანი არსების. მსახიობი მატლის კოსტიუმით გასნაკუთრებით პოპულარული იყო ბავშვებში რადგან ის სპეკტაკლის შუალედში პეპელად იქცევა და პეპლის ფრთებს გამოისხავს. ეს როცა მოხდება ის ვიდელს ამაყად ეტყვის : „ ხომ გითხარი, რომ ჩემში არის რაღაც ლამაზიო“ . მატლად ცხოვრობდა, მაგრამ თურმე პეპელად გადაქცევა მისი ბედისწერა ყოფილა. მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის შეიქმნა, რომლის ავტორიც Allison Brewster (ალისონ ბრეუსტერი ) გახლავთ.

20257979 1466235150100649 2649421797445336948 n

– შენ როგორც მსახიობი, რატომ დაინტერესდი ამ სპექტაკლით და რა მიიღე ამ მიუზიკლისგან ?

– ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ რეაგირებდნენ ბავშვები ამ სპექტაკლის ყურების დროს. ისინი აღფრთოვანებულები უყურებდნენ მიუზიკლს და სიმღერის დროს, ჩვენთან ერთადაც კი მღეროდნენ. ერთ- ერთი წარმოდგენის დროს ერთი ბავშვი იმდენად აღფრთოვანდა სპეკტალით, რომ წამოხტა სკამიდან და ამოვიდა სცენაზე,რათა სპექტაკლში ჩართულიყო. ჩვენც მოვკიდეთ ხელი და მასთან ერთად ვიმღერეთ სიმღერა. ამით შთაგონებულებმა, სპეკტაკლის დასასრულს ყველა ბავშვს ვთხოვეთ სცენაზე ამოსვლა და სპეკტაკლის ბოლოს იმღერეს ჩვენთან ერთად. ამით დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს თეატრს და რამდენად შეუძლია გაახალისოს მაყურებელი , და დააფიქროს ცხოვრებაძე.

 – ანა როგორ სრულდება სპექტაკლი და რისი თქმა გსურდათ ამ პიესით ?

– მიუზიკლის იდეა არის ის, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი ცხოვრებაში. როგორც პიესის ავტორმა ჯუნოს პამარამ ერთხელ განგვიმარტა ჩვენი მუშაობის დროს, სკოლებში ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ბავშვებმა ისწავლონ საკუთარი თავის და სხვების მიმართ სიყვარული. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი, ჯანმრთელი თვითშეფასება და პოულობდეს სილამაზეს როგორც საკუთარ თავში ასევე სხვა ადამიანებში.

 ნანუკა გიორგაძე