1345534923 agreementtttსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის ქალაქ მცხეთის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს ირმა რატიანიძეს, სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან მანანა ჩოხელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 
2017 წლის ზაფხულიდან, სპმთპ–ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ქალაქ მცხეთის საბავშო ბაღების აღმზრდელები და თანამშრომლები უვე 36 სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებენ. სპმთპ მადლობას უხდის მცხეთა-მთიანეთის მხარის იურისტს მარინა ზურაბიშვილს, თანადგომისა და სპმთპ–ის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. 
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკის მიუხედავად, ქალაქ მცხეთის ბაგა-ბაღების თანამშრომლები, მხოლოდ 24–დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობდნენ. 
სპმთპ წარმატებას უსურვებს მანანა ჩოხელს, სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების უფლებების დაცვისა და ინტერესების ლობირების საქმეში.