32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12004030
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი ავტონომიური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდა. განხილვის მთავარ თემას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის აქტუალური საკითხების განხილვა, საათობრივი დატვირთვისა და შრომის ანაზღაურების, ასევე, კუთვნილი შვებულების, დროებითიშრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების წესის განსაზღვრა, ახალი შრომითი ხელშეკრულებების პირობები და ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენდა. შეხვედრაზე სპმთპ–ის ლიდერებმა წარმოადგინეს ახალი სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგთა უფლებების დარღვევის ფაქტები და გამომწვევი მიზეზები. შეხვედრა 18-19 სექტემბერს, წყნეთში, პროფკავშირების სასწავლო ბაზაზე მთავარი თემების განხივის შემდეგ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 
სპმთპ–ის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეისწავლონ და გააანალიზონ ახალი სქემის ამოქმედებასა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით საათობრივ ბადეში შექმნილი პრობლემები; პედაგოგთა შრომის ანაზღაურების – თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების მართებული გამოთვლის მდგომარეობა; განახორციელონ სისტემატიური კონტროლი პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მიმდინარეობაზე და ჩაატარონ შეხვედრები კანონის მოთხოვნების განმარტებასთან დაკავშირებით.