32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ie 7 otavaმიმდინარე წლის 18-26 ივლისს კანადაში, ქ. ოტავაში მასწავლებელთა მსოფლიო გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის (EI)” მე-7 მსოფლიო ყრილობა გაიმართა. 
საქართველოს განათლების სფეროში დასაქმებულებს, მე-7 მსოფლიო ყრილობაზე, წარმოადგენდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.
EI-ის მსოფლიო ყრილობა ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, განათლების სფეროში დასაქმებულთა ინტერესებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ლობირებისთვის პოლიტიკური დოკუმენტების მიღების მიზნით. 
,,განათლების ინტერნაციონალის“ რიგით მე-7 მსოფლიო ყრილობას ესწრებოდა 173 ქვეყნის, მასწავლებელთა 400 პროფკავშირული ორგანიზაციიდან 1950 დელეგატი, 750 დამკვირვებელი და მოწვეული სტუმრები. 
ყრილობას ლაიტმოტივად გასდევდა ,,განათლების ინტერნაციონალის“ მსოფლიო გზავნილი ,,გავერთიანდეთ ხარისხიანი განათლებისთვის, უკეთესი განათლება უკეთესი მსოფლიოსათვის” .
,,განათლების ინტერნაციონალის“ მე-7 მსოფლიო ყრილობა ონტარიოს გუბერნატორმა, მისმა აღმატებულებამ ელიზაბეთ დოუდესველმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,განათლებაში ინვესტირება დემოკრატიის ინვესტირებაა”. 
ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპატიო სტუმრებმა, ქ. ოტავას მერის მოადგილემ ბობ მონეტმა, კანადის განათლების მინისტრის საბჭოს თავმჯდომარემ დავიდ ეგგენმა, კანადის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ჰასან იუსეფმა. 
EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა მე-7 მსოფლიო ყრილობის მნიშვნელობა ორგანიზაციის მომავალი საქმიანობის დაგეგმის მიზნით, ყრილობის ძირითადი ამოცანა შემდგომი 4 წლიანი სტრატეგიის განსაზღვრისათვის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისთვის დელეგატების მიერ შემუშავებული გზავნილების არსი. 
EI-ის პრეზიდენტმა წევრ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მე-6 მსოფლიო ყრილობის შემდგომ, 4 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობისთვის და ადგილებზე გაწეული ძალისხმევისთვის, რაც თავისთავად EI-ის ძლიერების და ეფექტურობის საფუძველს წარმოადგენს. ,,პროფკავშირები იღწვიან ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის, კვალიფიციური პედაგოგების ხელშეწყობისთვის. კომფორტული სასწავლო გარემოსა და თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვისთვის. თუმცა, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა შედეგებიც შთამბეჭდავია,” აღნიშნა სუზან ჰოპგუდმა.
,,განათლება ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა, რომელიც უნდა იყოს უფასო და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. მას შემდგომ, რაც ბოლო წლებში მიმდინარეობს განათლების კომერციალიზაცია და არასახარბიელო სტანდარტების დამკვიდრება, ჩვენი მიზანია განათლების უფლების დაცვა. ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2015 წლის სექტემბერში გაერო შეიმუშავებს მომდევნო 15 წლის ამოცანების დოკუმენტს და ჩვენი ამოცანაა განათლების მიღების შესაძლებლობა თანაბრად რეალობად იქცეს ყველა ბავშვისათვის,” აღნიშნა ,,განათლების ინტერნაციონალის" გენერალურმა მდივანმა ფრედ ვან ლოუვენმა. 
მოწვეულ სტუმრებს შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალური დირექტორის გაი რაიდერის სტუმრობა. მან ისაუბრა EI-ისა და ILO-ს თანამშრომლობის შესახებ. გაი რაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიოს განათლების სისტემაში დასაქმებულთა გაერთიანების-EI-ის წარმატებები და წევრთა მრავალრიცხოვნობა. მან ყურადღება გაამახვილა EI -ისა და მისი წევრი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში და ILO-ს კონვენციების მონიტორინგის მიმართულებით. 
საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების (ITUC) გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ პედაგოგთა გაერთიანებებს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნების 60-%-ში დასაქმებულების გაერთიანების უფლება უგულებელყოფილია და შელახულია მშვიდობიანი დემონსტრაციის, უფასო განათლების მიღების უფლებები. შეახსენა ყრილობის დელეგატებს დასაქმებულთა სოციალური უფლებების დაცვის მიზნით და სხვა პრობლემებთან მიმართებაში ერთიანობის აუცილებლობის შესახებ. შარონ ბაროუმ ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა ორგანიზაციის სიძლიერეზე, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა.
,,სამართლიან სამყაროში მოგებაზე ორიენტირებული სკოლების მომრავლება ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც განაში ის ფაქტი, რომ პატარა ბავშვი საკუთარი შრომით იხდის სწავლის ფულს, წარმოუდგენელია თანამედროვე სამყაროში”, გამოხატა შეშფოთება ბაროუმ.