32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

123ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) მიერ ორგანიზებულ, პედაგოგთა პროფესიული განვითარების კონფერენციაზე, ,,ერთად ვასწავლოთ ამერიკელ ბავშვებს ”(TEACH 2015) მონაწილეობის მიღებისა და გამოცდილებების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის 13-17 ივლისს, AFT-ის მიწვევით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.
AFT-სთან შემდგომი პარტიორობის გაღრმავების მიზნით, კონფერენციაზე მიწვეული იყო საერთაშორისო დელეგაცია საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ისრაელის, ჩილეს, მექსიკის, კენიის, ახალი ზელანდიის, ტრინიდადისა და ტობაგოს პედაგოგთა პროფკავშირული ორგანიზაციებიდან.
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ამერიკელმა პედაგოგმა. კონფერენციას ლაიტმოტივად გასდევდა AFT-ს ძირითადი გზავნილი: ,,ჩვენი მოსწავლეები ჩვენი სულია და პროფკავშირი - ჩვენი ხერხემალი”. 
AFT-ის პრეზიდენტმა რენდი ვაინგარტენმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა უფრო მეტი აქტიურობისა და ჩართულობისაკენ და შეახსენა მათ, რომ ,,მასწავლებლის ხმა განსაკუთარებით გადამწყვეტია თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვისათვის ”. 
ასევე, კონფერენიცაზე მონაწილე პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკლასო მუშაობის ტექნოლოგიური საშუალებები და მეთოდოლოგიები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სესიები, სადაც ამერიკის განათლების სისტემაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, პედაგოგებმა მიიღეს საჭირო ინფორმაციები გადაწყვეტილების მიმღებებიდან. 
,,პედაგოგთა ერთიანობით პოზიტიური შედეგები მიიღება. მასწავლებელთა ხმა პროფკავშირებთან ერთად მეტ ძალას აძლევს მასწავლებელებს, ბავშვებს, მათ ოჯახებს და მთლიანად საზოგადოებას.” - ასე მსჯელობდნენ კონფერეციის მონაწილეები.
კონფერენციის შემდეგ სპმთპ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი შეხვდნენ ამერიკის პროფკავშირების გაერთიანებისა (AFL-CIO) და აშშ-ის ,,სოლიდარობის ცენტრის” წარმომადგენლებს შენონ მაკლოუდ ლედერერსა და დევი კოპილოს. შეხვედრაზე იმსჯელეს სპმთპ-ის შემდგომ მხარდაჭერასა და გაძლიერების გზებზე.