32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
უჩასპმთპ-მა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მასწავლებელი სამსახურში აღადგინა.ხაშურის რაიონული სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილებით, სპმთპ იმედს გამოთქვამს, რომ წერტილი დაესმება ზოგიერთი დამსაქმებლის მხრიდან პედაგოგთა წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია და მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა.

18 მაისს, ხაშურის რაიონულ სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესი წარმატებით დასრულდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოფელ გომის საჯარო სკოლის უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი ბონდო გელაშვილი აღდგა თანამდებობაზე. 
ბატონი ბონდოს ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურისტი გრიგოლ ბაკურაძე. 
გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პედაგოგს ბრალი ედებოდა მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. სამწუხაროდ, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა გაამტყუნა მასწავლებელი და ისე, რომ სრულყოფილად არ გამოიძიებია საქმის ყველა გარემოება, დაადგინა, რომ ბონდო გელაშვილი უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, რაც გაფორმდა დირექტორის ბრძანებით, ამა წლის 19 თებერვლს.
მას შემდეგ, რაც ბატონმა ბონდომ მომართა სპმთპ-ს, იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და მოამზადა სარჩელი, რომელიც შეტანილ იქნა სასამართლოში ამა წლის 22 მარტს.
ამ ხნის განმავლობაში, სულ გაიმართა 3 სასამართლო პროცესი. პირველი წარმოადგენდა მოსამზადებელ სხდომას, ხოლო 4 და 16 მაისს დაიკითხა 8 მოწმე, აგრეთვე, სპმთპ-ის იურისტმა გრიგოლ ბაკურაძემ წარმოადგინა მასწავლებლის სასარგებლო არგუმენტები. სამივე პროცესზე პედაგოგის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურისტი.
მოსარჩელე მხარის არგუმენტებმა და მოწმეთა ჩვენებებმა დაარწმუნა მოსამართლე მასწავლებლის სიმართლეში და გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ბონდო გელაშვილის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე - გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე, თითოეულ თვეზე 293 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სპმთპ იმედს გამოთქვამს დასრულებდება ზოგიერთი დამსაქმებლის მხრიდან პედაგოგთა წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია და მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა. 
სპმთპ კვლავ აგრძელებს თავისი წევრების დაცვას, ყველა კანონიერი საშუალებით. სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს რამოდენიმე სასამართლო პროცესი და გვაქვს მათი წარმატებით დასრულების იმედი!