32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

court 680x400საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა სასამართლო პროცესებით. ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულდა ჩვენი ორგანიზაციის წევრების გამარჯვებით, ნაწილი კი ჯერ განხილვის პროცესშია. გათავისუფლებული პედაგოგების უფლებებს სასამართლოში წარმოადგენს და იცავს სპმთპ–ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უჩა ბაკურაძე.


1. მიმდინარე წლის 18 აპრილს წარმატებით დასრულდა პავულინა ბერიკიშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ქ. თელავის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი პავულინა, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მოთხოვნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონოდ გათავისუფლებული მასწავლებელი დაუბრუნდება თავის სამუშაოს და სრულად აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური–თანხა, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არა სკოლის დირექტორის უკანონო ბრძანება გათავისუფლების თაობაზე.

2. წარმატებით დასრულდა ხაშურის N7 ბაგა-ბაღის უკანონოდ გათავისუფლებული დირექტორის - ლიანა საბანაძის სასამართლო პროცესიც. მიმდინარე წლის 3 მაისს მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალბატონი ლიანა უნდა აღდგეს სამსახურში და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

3. სასამართლო განხილვის პროცესშია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ბაგა-ბაღიდან უკანონოდ გათავისუფლებული აღმზრდელის, ნინო ბასილიძის საქმე.

4. ჯერ არ დასრულებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის - ბონდო გელაშვილის სარჩელის განხილვა.

5. რამოდენიმე დღის წინ მოგვმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ქალბატონმა დარეჯან მჭედლიშვილმა. სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და მოამზადა სარჩელი, რომელიც უკვე შეტანილია სასამართლოში.


სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი რეგულარულად უწევს დახმარებას პედაგოგებსა და საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებს, წარმოადგენს მათ ეუფლებებს სასამართლოებში, სწავლობს განცხადებებს, გასცემს ზეპირ კონსულტაციებს და ა.შ.
სპმთპ წევრების სახელით მადლობას უცხადებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს უჩა ბაკურაძეს დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის გაწეული შრომისა და წარმატებული შედეგებისათვის.