32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
serმიმდინარე წლის 22 მარტს სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი მარინა ალუღიშვილი დაესწრო. 
სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნაირა ქააძემ კონფერენციის დელეგატებს ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგები პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ნაირა ქააძემ დელეგატებს გააცნო პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგების სტატისტიკა, ასევე ისაუბრა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე. გამომსვლელმა დელეგატებმა ყურადღება გაამახვილეს პედაგოგთა და სხვა დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯებესებაზე, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე, რათა ღირსეულად შეასრულონ მიმდინარე რეფორმის მოთხოვნები.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობასა და ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების" შესახებ კანონპროექტში სპმთპ-ის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე.