32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12472782 1041034175954084 943372941476522706 n 29 მარტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სპმთმ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაყვალა მაძღარაშვილის ინიციატივით და არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი მაია სიმონიძის მხარდაჭერით ( მასპინძელი სკოლა) ჩატარდა შეჯიბრი სპორტულ სახეობებში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ ზემოქედის, ქვემო ქედის, სამთაწყაროსა და ფიროსმანის საჯარო სკოლების პედაგოგები. ღონისძიება ხალისიანად და ენერგიულად მიმდინარეობდა. სპორტული ღონისძიების შემდეგ მოეწყო სახალისო თამაში -,,სწრაფი ინტელექტი“ და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც - ქვემო ქედის საჯარო სკოლის პედკოლექტივი.
ქალბატონმა მაყვალა მაძღარაშვილმა თითოეულ სკოლას გადასცა საჩუქრები. სპმთპ-ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.