32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
111 მიმდინარე წლის 25 მარტს ქ. თბილისის N 37 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 47-მა დელეგატმა და 25-მა მოწვეულმა სტუმარმა. 
სპმთპ-ის დიდუბე - ჩუღურეთის რაინული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო სპმთპ-ის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, ცენტრალური აპარატის საგანმანათლებლო დეპარტამენტის უფროსი თემურ კიკნაძე, ააიპ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი მარინა მკალავიშვილი და კოორდინატორი ანასტასია ამისულაშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ძველი თბილისის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეკა ხუციშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ჯაში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარის რიმა ბერაძის თანაშემწე ფლორა მილორავა, N37 საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე, N169 საჯარო სკოლის დირექტორი, N130 საჯარო სკოლის დირექტორი მაია კოპალიანი და N2 საჯარო სკოლის დირექტორი გაგა მინდიაშვილი.
კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში, განხორციელებული ღონისძიებების ვიდეო კოლაჟის თანხლებით. 
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აქტუალურ შეკითხვებს გასცა პასუხი. 
ძველი თბილისის რაიონული საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ეკა ხუციშვილმა კონსტრუქციული დიალოგის წარმოების აუცილებლობასა და შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, როგორც დელეგატებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა, ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა თეა ტყეშელაშვილმა აღნიშნა კანონში არსებული ხარვეზი- ბოლო სამი თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულების თანხის გამოთვლის შესახებ. 
ბაგა-ბაღის აღმზრდელი თამარ მაისურაძე სკოლამდელი განათლების სარეფორმო საკითხებს შეეხო: ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის შემცირების აუცილებლობასა და კვების სტანდარტების გარდაუვალ ცვლილებებზე ისაუბრა. 
ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა სოფო მშვილდაძემ ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებლის სახელით მოითხოვა პედაგოგთა ავტორიტეტისა და ღირსების დაცვა. მან გულწრფელად აღიარა საბუნებისმეტყველო საგნების ტესტებში არსებული ნაკლოვანებები, რაც უპირველეს ყოვლისა შეეხება ექსპერიმენტულ ნაწილს. ვინიდან საჯარო სკოლების აბლოლიტური უმრავლესობა არ არის აღჭურვილი ლაბორატორიებით და პედაგოგებს მრავალი წელია არ ჩაუტარებიათ ცდები, საბოლოო ჯამში მასწავლებლებს უქმნის ბარიერს საგნობრივ გამოცდებზე.
N24 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ეკა ბროლაძემ წარმოადგინა სკოლებისათვის მასწავლებლის სახლის მიერ შეთავაზებული ტრენინგ - მოდულების ჩამონათვალი, რასაც მიესალმება, თუმცა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ტრენინგების გავლა საჭიროებს დიდ დროსა და ენერგიას და არ ფასდება კრედიტ-ქულებით.
N40 ბაგა-ბაღის აღმზრდელის ნინო ონიანმა გულისტკივილით გამოხატა სკოლამდელ საგანმანათლებლო პროგრამებში ეროვნული მასალის სიმწირე და ნათარგმნი ლიტერატურის უხარისხობა.
სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა თამარ ბარისაშვილმა პროფაქტივის მიერ წამოჭრილი საკითხების გათვალისწინებით შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო კონფერენციის დელეგატებს, რასაც აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა.