32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

10013551 1027388553985313 142520338152982089 n,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მასწავლებელთა პროფესიაში სოციალური დიალოგის გზით’’ - ამ საკითხზე მსჯელობდნენ 9-11 მარტს მალტაში ევროპის პროფკავშირების ინსტიტუტის განათლების დეპარტამენტისა (ETUI) და ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა შორის იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტიც.
ETUCE-ის სამდივნოს ინიციატივით, პლენარულ სხდომაზე სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა ისაუბრა ადრეული განათლების სფეროში სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვასა და ადრეული განათლებისა და აღზრდის საკანონმდებლო პროექტში სპმთპ-ის აქტიურ ჩართულობაზე. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარმიმართა რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ გენდერულ ჭრილში სპმთპ-ის ლიდერების გამოცდილებებს.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ მალტის თანასწორობის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი რენე ლაივერი; ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) და ETUI-ის წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ევროკავშირისა და საერთაშორისო პრაქტიკაზე, მათ შორის პეკინის პლატფორმის პროგრამებზე, 2010-15 წწ. ევროპული სტრატეგია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, მასწავლებელთა პროფკავშირების როლის მნიშვნელობაზე, ცნობიერების ამაღლების მექანიზმებზე, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების გზებზე და ქალთა მხარდამჭერი პროგრამების განვითარების ხელშემწყობ პრაქტიკულ მაგალითებზე.
სამდღიანი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაზიარება თუ როგორ უნდა მოხდეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიაში სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ინსტრუმენტების გამოყენებით, ქალთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, გენედერული ბალანსის დაცვა მასწავლებელთა პროფესიაში და ქალთა აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.