32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12814725 1025681127489389 4729399823198538353 n ქალთა კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 მარტს, სპმთპ-ის პრეზიდნეტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებსა და პროფაქტივს გურჯაანის N 1 საჯარო სკოლაში შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ქალბატონ ნელი ჯანელიძის ხსოვნას, რომელიც მრავალი წელი ერთგულად ემსახურა გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას, უკანასკნელ წლებში დიდი შრომა გაწია რაიონული ორგანიზაციის აღდგენის მიმართულებით და აქტიურად იყო ჩართული რაიონულ დონეზე განათლების სფეროში დასაქმებულთა ინტერესების დაცვის საქმეში.
 სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და მიღწეული შედეგები განათლების სფეროში დასაქმებულთა ინტერესების დაცვისა და პროფესიული უფლებების ადვოკატირების კუთხით. მაია კობახიძემ განსაკუთრებით მწვავედ ისაუბრა რაიონული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის შესახებ, რაც გამოიხატება ლიდერის გარდაცვალების მიზეზით ზოგიერთი საჯარო სკოლის დირექტორის კანონდარღვევებში, რომელთაც სპმთპ-ის წევრების საწევრო ანარიცხების გადარიცხვა უკანონოდ და უსაფუძვლოდ შეაჩერეს.