32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12813954 1023959160994919 6108384157292928129 n სამგორის რაიონის გამგეობაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რაიონში არსებული საჯარო სკოლების პედაგოგებმა და ბაგა–ბაღების აღმზრდელებმა საესტრადო ნომრები და თეატრალური სანახაობა წარმოადგინეს. 
ღონისძიებას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარები გულიკო ზუმბაძე, ია მაკასარაშვილი, დეპუტატები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე, ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები,აღმზრდელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ინიციატითა და ორგანიზებით გაიმართა. 
შეკრებილ საზოგადოებას ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცეს გულიკო ამილიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გამგებელმა მამუკა ჩოქურმა. 
ქალბატონმა გულიკო ამილიძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებსა და აღმზრდელებს.
ასევე, ქალბატონებს სადღესასწაულო თაიგულები დაურიგდათ, საგანგებოდ მოწყობილ გათამაშებაზე კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.