32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ssssss თამრიკო ჭოხონელიძის „იავნანით“ მიულოცეს დედის დღე თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს. საღამო თელავის მუსიკალურ სკოლაში, დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ყველა ქართველისათვის საყვარელმა მომღერალმა, თავისი მდიდარი რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერები, დიდი პატივისცემით გაიხსენა საყვარელი პედაგოგები და მისი მოსწავლეობის პერიოდის სხვადასხვა კურიოზული ისტორიები. 
ღონისძიება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თელავის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო. ირმა ჯაშიაშვილმა გულთბილი მადლობა გადაუხადა ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და 39 მრავალშვილიან დედას სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილასათვის საჩუქრები გადაეცა ორ მრავალშვილიან მამას-ვარდისუბნის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს, სამი შვილის მამას, შირვან ალიევს და გულგულის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგს, 4 შვილის მამას, კახა წულუკიძეს. 
თელავის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის, 160- ზე მეტ პედაგოგს სიტყვით მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მიულოცა გაზაფხულის ბრწყინვალე დღესასწაულები - დედის და მოახლოებული ქალთა საერთაშორისო დღე. 
,,განათლებულ, ინტელექტუალურ და ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილ ახალგაზრდობას ყველა მიესალმება. თუმცა, ავიწყდება საზოგადოებას პედაგოგის ის შრომა, რაც ამ თაობების აღზრდის ფუნდამენტშია ჩადებული“-განაცხადა მაია კობახიძემ. იგი შეეხო პედაგოგთა შრომით და სოციალურ პირობებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად პროფკავშირების უფლებების აღდგენის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე თანამშრომლობისა, თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებს დასჭირდათ ბრძოლა პროფკავშირში გაწევრიანებისათვის.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ორგანიზაციის მიმართ გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ხოლო N1 N2, N3 საჯარო სკოლების იმ პედაგოგებს, რომელთაც დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, ნდობა გამოუცხადეს პროფკავშირს და იბრძოლეს პროფკავშირში გაწევრიანებისათვის გამოხატული საკუთარი ნების დასაცავად, სპმთპ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
„პროფკავშირში გაწევრიანებისათვის თქვენს ბრძოლას გმირობას ვერ დავარქმევ, გმირობის ტოლფასია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა საკლასო ოთახებში, მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით. თუმცა, დასაქმებული თავისი უფლებების დაცვას იწყებს მაშინ, როდესაც იცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულ გაერთიანებისა და გამოხატვის უფლებას“ - აღნიშნა ქალბატონმა მაია კობახიძემ.